სუპერკომპიუტერის პროგნოზი - გაცდება თუ არა კვარას პარიზი დღეს ბაიერნს

როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტის სტატუსი პარი სენ-ჟერმენს სუპერკომპიუტერმაც მიანიჭა

ივლ. 5, 2025 - 16:27
 0
სუპერკომპიუტერის პროგნოზი - გაცდება თუ არა კვარას პარიზი დღეს ბაიერნს
დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალს ითამაშებს, სადაც გუნდის მეტოქე მიუნხენის ბაიერნი იქნება.

მატჩამდე ცოტა ხნით ადრე ბუქმეიკერები ფავორიტად პარიზულ გრანდს მიიჩნევენ, რომელიც 1/4-ფინალს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის სტატუსით ხვდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტის სტატუსი პარი სენ-ჟერმენს სუპერკომპიუტერმაც მიანიჭა.

ხელოვნური ინტელექტის დათვლებით კვარას გუნდს ნახევარფინალში გასვლის 57.7%-იანი შანსი აქვს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow