სფფ-ის ორგანიზებით საქართველოში უეფას ფიტნესის მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი დაიწყო
რთველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოში უეფას ფიტნესის მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი დაიწყო

კურსის დაწყებამდე სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეიზდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს. კურსის პირველ მოდულს, რომელსაც სამი დღის განმავლობაში სასტუმრო ჰილტონი უმასპინძლებს, უეფას ფიტნეს მრჩეველთა ჯგუფის წევრი, ფრიც შმიდი უძღვება.
ფიტნესის მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსზე წინასწარ შერჩეული 15 მონაწილე ირიცხება. კურსი ოთხი მოდულისგან შედგება და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს უეფას ფიტნესის მწვრთნელთა B ლიცენზია გადაეცემათ.
GFF.GE
What's Your Reaction?






