ტამი აბრაჰამი კარიერას თურქეთში გააგრძელებს - მიქაუტაძისთვის ადგილი გათავისუფლდა

„რომას“ თავდამსხმელი ტამი აბრაჰამი მალე ოფიციალურად გახდება სტამბოლის „ბეშიქთაშის“ მოთამაშე. იტალიურ და თურქულ მედიაში...

ივლ. 1, 2025 - 22:27
 0
ტამი აბრაჰამი კარიერას თურქეთში გააგრძელებს - მიქაუტაძისთვის ადგილი გათავისუფლდა
„რომას“ თავდამსხმელი ტამი აბრაჰამი მალე ოფიციალურად გახდება სტამბოლის „ბეშიქთაშის“ მოთამაშე. იტალიურ და თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ინგლისელი ფეხბურთელი სამშაბათს სტამბოლში ჩავა სამედიცინო შემოწმებისთვის.

27 წლის თავდამსხმელი თურქულ კლუბთან ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, ხოლო „რომა“ მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს. ეს ტრანსფერი „ბეშიქთაშისთვის“ რეკორდული იქნება, რაც კიდევ უფრო აჩვენებს კლუბის დიდ ინტერესს ფეხბურთელის მიმართ.

აბრაჰამმა ბოლო სეზონი იჯარით „მილანში“ გაატარა, სადაც 44 მატჩში 10 გოლი გაიტანა. „რომას“ მაისურით 2021 წლიდან მოყოლებული 37 გოლი აქვს 120 შეხვედრაში, ხოლო კარიერის ადრეულ ეტაპზე „ჩელსის“, „ასტონ ვილას“, „სუონსისა“ და „ბრისტოლის“ რიგებში ასპარეზობდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow