ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს დამატებით დროში მოუგო და ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არბუზოვს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აპრ. 25, 2025 - 18:27
 0
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს დამატებით დროში მოუგო და ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არბუზოვს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow