“ტაძარში ხომერიკების მამა ღმერთს სამართალს ემუდარება, ის დეკანოზია” – 16 მაისს დავით ხომერიკის სასამართლო პროცესია

დათო სიმონია: დედიკას სამი შვილი ჰყავს. სამივესთან ერთდროულად ყოფნა მხოლოდ სასამართლოს უჰაერო ოთახში უხერხდება ხოლმე – მაშინ, როცა მის ერთ-ერთ შვილს, დავით ხომერიკს ასამართლებენ. სხდომაზე მარიამი დედას ისე ეხვევა, თითქოს ეშინია, არ ჩამოიშალოს. ზუკა უფროს ძმას ჟესტებით ესაუბრება. შეიძლება ბავშვობაშიც თამაშობდნენ ასე, მაგრამ დიდი ხანია მათი ცხოვრება თამაშს აღარ გავს. მინის ვოლიერში გამომწყვდეული დავითი 163-ე […] The post “ტაძარში ხომერიკების მამა ღმერთს სამართალს ემუდარება, ის დეკანოზია” – 16 მაისს დავით ხომერიკის სასამართლო პროცესია appeared first on .

მაი. 16, 2025 - 05:27
 0
“ტაძარში ხომერიკების მამა ღმერთს სამართალს ემუდარება, ის დეკანოზია” – 16 მაისს დავით ხომერიკის სასამართლო პროცესია

დათო სიმონია:

დედიკას სამი შვილი ჰყავს. სამივესთან ერთდროულად ყოფნა მხოლოდ სასამართლოს უჰაერო ოთახში უხერხდება ხოლმე – მაშინ, როცა მის ერთ-ერთ შვილს, დავით ხომერიკს ასამართლებენ.

სხდომაზე მარიამი დედას ისე ეხვევა, თითქოს ეშინია, არ ჩამოიშალოს. ზუკა უფროს ძმას ჟესტებით ესაუბრება. შეიძლება ბავშვობაშიც თამაშობდნენ ასე, მაგრამ დიდი ხანია მათი ცხოვრება თამაშს აღარ გავს. მინის ვოლიერში გამომწყვდეული დავითი 163-ე დღეს ატარებს ტყვეობაში და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რომელიღაც ტაძარში ხომერიკების მამა ღმერთს სამართალს ემუდარება. ის დეკანოზია.

დავითს მოლოტოვის კოქტეილის მომზადებას ედავებიან. პოლიციამ ჩხრეკა არ გადაიღო. ჩხრეკის ოქმზე ხელი ცემით, გაუპატიურებისა და ძმაზე ძალადობის მუქარით მოაწერინეს. პროკურატურას მტკიცებულებები ჯერ არ წარუდგენია, დედიკას, დავითის, ზუკას, მარიამისა და რომელიღაც ტაძარში სამართლისთვის მლოცველი დეკანოზის ირგვლივ კი დარდი ველური სუროსავით იტოტება.

ხვალ, 16 მაისს, ოთხ საათზე საქალაქო სასამართლოს მე-15 დარბაზში დავით ხომერიკის მორიგი პროცესია. მიდით.

The post “ტაძარში ხომერიკების მამა ღმერთს სამართალს ემუდარება, ის დეკანოზია” – 16 მაისს დავით ხომერიკის სასამართლო პროცესია appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow