ტერ შტეგენმა ზურგის ტრავმის გამო შესაძლოა კიდევ 4 თვე გამოტოვოს

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ზურგის პრობლემების გამო შესაძლოა ოპერაციას დაექვემდებაროს. Sport.es-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ 33 წლის მეკარე...

ივლ. 18, 2025 - 17:27
 0
ტერ შტეგენმა ზურგის ტრავმის გამო შესაძლოა კიდევ 4 თვე გამოტოვოს
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ზურგის პრობლემების გამო შესაძლოა ოპერაციას დაექვემდებაროს. Sport.es-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ 33 წლის მეკარე რამდენიმე დღეა სპორტდარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშობს, თუმცა მკურნალობის მიმდინარე მეთოდები შედეგს არ იძლევა.

გავრცელებული ცნობით, გერმანელი კიპერი გუნდთან ერთად აზიურ ტურნეზე არ გაემგზავრება. ოპერაციის შემთხვევაში, მას დაახლოებით ოთხთვიანი პაუზა მოუწევს, რაც ზაფხულში შესაძლო ტრანსფერსაც გამორიცხავს.

მიუხედავად ამისა, ტერ შტეგენი ზამთარში გუნდის შეცვლას არ გამორიცხავს — მისი მიზანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გერმანიის ნაკრების პირველ ნომრად დაბრუნებაა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow