ტიაგო ალკანტარა: "პედრი ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა"

ბარსას ყოფილმა ფეხბურთელმა პედრი შეაქო

აპრ. 22, 2025 - 22:27
 0
ტიაგო ალკანტარა: "პედრი ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა"
ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ პედრი გონსალესის შესახებ ისაუბრა და ფეხბურთელი საჯაროდ შეაქო.

პედრი არაჩვეულებრივი მოთამაშეა. ვთვლი, რომ ის ახლა არა მხოლოდ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუ საუკეთესო არა.

- თქვა ტიაგომ.

პედრი მართლაც საოქროსბურთე სეზონს ატარებს. ახალგაზრდა ნახევარმცველი ბარსელონას წარმატებაში უდიდეს როლს თამაშობს და თუ გუნდი სეზონს ტრიუმფით დაასრულებს, პედრი აღნიშნული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი იქნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow