"ტიტულების მოსაგებად ვთამაშობ" - ჟერემი ფრიმპონგი თავის მიზნებზე

ლივერპულის ახალი განაპირა მცველი, ჟერემი ფრიმპონგი მედიასთან თავისი მიზნების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ უმთავრესი ტიტულების მოგებაა

ივნ. 23, 2025 - 14:27
 0
"ტიტულების მოსაგებად ვთამაშობ" - ჟერემი ფრიმპონგი თავის მიზნებზე
ლივერპულის ახალი განაპირა მცველი, ჟერემი ფრიმპონგი მედიასთან თავისი მიზნების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ უმთავრესი ტიტულების მოგებაა.

ფეხბურთის იმისთვის ვთამაშობ, რათა ტიტულები მოვიგო. როდესაც სელტიკში წავედი, იქ 3 ტიტული მოვიგე და ანალოგიური იყო ბაიერ ლევერკუზენის შემთხვევაშიც.

ამდენად, დიახ, მსურს, რომ ყველა შესაძლო თასი მოვიგო. ინგლისში 4 ტიტულის მოპოვებაა შესაძლებელი, საამისოდ კი დიდი ოცნებები უნდა გქონდეს.

- ამბობს ნიდერლანდელი მცველი.

ჟერემი ფრიმპონგი ლივერპულში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გზას გააგრძელებს, რომელიც თავად მადრიდის რეალის ფეხბურთელი გახდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow