ტრამპის ადმინისტრაციამ გაერთიანებულ სამეფოსთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

ტრამპის ადმინისტრაციამ გაერთიანებულ სამეფოსთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმება ბრიტანულ ავტომობილებზე, ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების შემცირებას ითვალისწინებს. ამასთან, ბრიტანეთის ბაზარი გაიხსნება ამერიკული საქონლის, ხორცის, ეთანოლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვისაც. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, დიდ ბრიტანეთთან შეთანხმება პირველია სავაჭრო შეთანხმებების სერიიდან, რომლებზეც მისი ადმინისტრაცია ბოლო ოთხი კვირაა მოლაპარაკებებს აწარმოებს. „დღევანდელი შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან პირველია სავაჭრო შეთანხმებების […]

მაი. 11, 2025 - 19:27
 0
ტრამპის ადმინისტრაციამ გაერთიანებულ სამეფოსთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

ტრამპის ადმინისტრაციამ გაერთიანებულ სამეფოსთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმება ბრიტანულ ავტომობილებზე, ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების შემცირებას ითვალისწინებს.
ამასთან, ბრიტანეთის ბაზარი გაიხსნება ამერიკული საქონლის, ხორცის, ეთანოლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვისაც.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, დიდ ბრიტანეთთან შეთანხმება პირველია სავაჭრო შეთანხმებების სერიიდან, რომლებზეც მისი ადმინისტრაცია ბოლო ოთხი კვირაა მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„დღევანდელი შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან პირველია სავაჭრო შეთანხმებების სერიიდან, რომლებზეც ჩემი ადმინისტრაცია ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ შეთანხმებით დიდი ბრიტანეთი უერთდება -ს იმის დადასტურებაში, რომ ორმხრივი კავშირები და სამართლიანობა საერთაშორისო ვაჭრობის აუცილებელი და სასიცოცხლო პრინციპებია.
ამ ისტორიული ნაბიჯით, გაერთიანებული სამეფო შესაბამისობაში მოდის აშშ-თან ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით. ეს ამ ტიპის პირველი შეთანხმებაა. ძალიან მოხარულები ვართ, რადგან ბრიტანეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი – შესაძლოა უდიდესი მოკავშირეა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეთანხმება ისტორიულად შეაფასა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმაც.
მისი თქმით, ეს ისტორიული ნაბიჯი ხელს შეუწყობს ვაჭრობას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. აღსანიშნავია, რომ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, აშშ შეინარჩუნებს საბაზისო 10%-იან ტარიფს გაერთიანებული სამეფოდან იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე.
„ეს ნამდვილად შესანიშნავი, ისტორიული დღეა, რადგან შეგვიძლია ჩვენს ორ დიდებულ სახელმწიფოს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ განვაცხადოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც აუცილებლად შეუწყობს ხელს ვაჭრობას. ის არა მხოლოდ დაიცავს სამუშაო ადგილებს, არამედ ახლებსაც შექმნის და გააფართოებს ბაზარზე წვდომას. როგორც თავად აღნიშნეთ, ეკონომიკური უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოებაა. ამ მხრივ კი ჩვენ ძალიან ბევრი წელია უახლოესი მოკავშირეები ვართ და სწორედ ამ მეგობრების მეშვეობით ვინარჩუნებთ მშვიდობას. ახლა კი ამ ყველაფერს ვაჭრობისა და ეკონომიკის შესახებ შეთანხმებაც დაემატება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
წყარო: euronews georgia

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow