"ტრებლის მოგება შეგვიძლია" - ჰანს ფლიკი რეალის დამარცხების შემდეგ

ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონამ" "რეალს" დამატებით დროში 3:2 სძლია. მატჩის დასრულების შემდეგ რა თქმა უნდა, კატალონიელთა...

აპრ. 28, 2025 - 15:56
 0
"ტრებლის მოგება შეგვიძლია" - ჰანს ფლიკი რეალის დამარცხების შემდეგ
ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონამ" "რეალს" დამატებით დროში 3:2 სძლია. მატჩის დასრულების შემდეგ რა თქმა უნდა, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ძალიან ბედნიერი იყო, რომელმაც ტრებლის შესაძლო მოგებაზეც ისაუბრა.

"გუნდის გამო ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ, რადგან ფეხბურთელებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს. როგორ იბრძოდნენ, როგორ თამაშობდნენ, ეს აბსოლიტურად შესანიშნავი იყო. ვამაყობ ჩემი კლუბით.

ტიტულის მოგება ისეთ მატჩში, როგორიც "ელ კლასიკოა" "რეალის" წინააღმდეგ, ყოველთვის განსაკუთრებულია. ბედნიერი ვარ ფეხბურთელებისა და სტადიონზე მოსული გულშემატკივრისთვის. მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს.

წარმატება უნდა აღვნიშნოთ და შემდეგი მიზანი იქნება აღდგენა, აღდგენა და აღდგენა. ტრებლის მოგება შესაძლებელია, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ
", - აღნიშნა ფლიკმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow