უბრალოდ დაუჯერებელია - ხვიჩა კვარაცხელიას 46-მატჩიანი გამაოგნებელი სერია აქვს

ხვიჩას ნაპოლიში გადასვლიდან საკლუბო დონეზე დაუჯერებელი სტატისტიკა აქვს

მაი. 1, 2025 - 17:57
 0
უბრალოდ დაუჯერებელია - ხვიჩა კვარაცხელიას 46-მატჩიანი გამაოგნებელი სერია აქვს
მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში გადავიდა, დღევანდელ დღემდე ქართველი ფეხბურთელის გუნდი (ნაპოლიც და პარი სენ-ჟერმენიც) ისეთ შეხვედრაში არასდროს დამარცხებულა, სადაც ხვიჩამ ან გოლი გაიტანა, ან საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამ დრომდე სულ 46 შეხვედრა მოგროვდა ისეთი, სადაც კვარამ გოლი გაიტანა ან ასისტი გააკეთა, აქედან კი მისმა გუნდებმა, ანუ ნაპოლიმ და პარი სენ-ჟერმენმა ჯამში 42-ჯერ გაიმარჯვეს, 4-ჯერ კი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ კვარას საგოლე მოქმედება წაუგებლობის ბილეთს იძლევა. წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, თუმცა ეს სტატისტიკა სიმართლეს შეესაბამება - თუ კვარა შეტევაში სტატისტიკას იუმჯობესებს, მაშინ მისი გუნდი უბრალოდ არ აგებს!

შენიშვნა: სტატისტიკაში მხოლოდ ოფიციალური საკლუბო შეხვედრები ითვლება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow