უდიდესი აღიარება - მერაბ დვალიშვილის მორიგი მიღწევა

მსოფლიო სპორტის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მედიასაშუალებამ — ESPN-მა — 2025 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა...

ივლ. 9, 2025 - 22:27
 0
უდიდესი აღიარება - მერაბ დვალიშვილის მორიგი მიღწევა
მსოფლიო სპორტის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მედიასაშუალებამ — ESPN-მა — 2025 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა, და ეს აღიარება ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს ერგო.

გამოკითხვაში, რომელიც მაყურებელთა ხმების საფუძველზე ჩატარდა, დვალიშვილმა ხმების 46.2% მოიპოვა — ზუსტად იმდენივე, რამდენიც მისმა თანამემამულემ, ილია თოფურიამ. თუმცა ESPN-ის ექსპერტთა ჯგუფმა უპირატესობა დვალიშვილს მიანიჭა, რაც მის მიერ წელს ჩატარებულ ორთაბრძოლებს და ორ წარმატებით დაცულ ჩემპიონის ქამარს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ მერაბმა 2025 წელს უკვე ორი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა — ჯერ დაამარცხა უმარ ნურმაგომედოვი, ხოლო შემდეგ UFC-ის ვარსკვლავი შონ ო'მალი. ორივე შეხვედრაში დვალიშვილი დამაჯერებლად გამოიყურებოდა და თავისი სტილით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და სტაბილური მებრძოლია ორგანიზაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow