უდინეზეს მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

Corriere dello Sport-ის ცნობით, „უდინეზეს“ მეკარე მადუკა ოკოიე შესაძლოა, გარიგებულ მატჩში მონაწილეობის გამო ოთხი წლით დისკვალიფიცირდეს...

ივნ. 28, 2025 - 20:57
 0
უდინეზეს მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
Corriere dello Sport-ის ცნობით, „უდინეზეს“ მეკარე მადუკა ოკოიე შესაძლოა, გარიგებულ მატჩში მონაწილეობის გამო ოთხი წლით დისკვალიფიცირდეს.

საქმე 2023 წლის მარტის შეხვედრას ეხება, სადაც ოკოიემ „ლაციოსთან“ თამაშისას 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო — იმ მომენტზე 120 000 ევროს ფსონი იყო დადებული.

გამოძიებას იტალიის ფეხბურთის ფედერაცია აწარმოებს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეკარე ოპერაციას ადგილობრივ პიცერიის მეპატრონესთან ერთად გეგმავდა.

შეგახსენებთ, რომ ოკოიემ გასულ სეზონში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow