უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, შესაძლოა, WizzAir-მა ფრენების სიხშირეები შეამციროს – გიდი

ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს დამფუძნებლის, ასოცირებული გიდის გიორგი დარციმელიას შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი საქართველოს უვიზო რეჟიმს შეუჩერებს, ქვეყნის იმიჯი დაზიანდება და ევროპელი ტურისტებიც ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისგან თავს შეიკავებენ. გადაცემა #რედაქტ2-ში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკების შეფასებისას, დარგის წარმომადგენელი ამბობს, რომ შემცირებული მოთხოვნის შემთხვევაში, ქუთაისის აეროპორტში ბაზირებულმა უნგრულმა ავიაკომპანია WizzAir-მა, შესაძლოა, ფრენების სიხშირეები შეამციროს. „იმერეთისთვის და ზოგადად […]

ივლ. 19, 2025 - 23:27
 0
უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, შესაძლოა, WizzAir-მა ფრენების სიხშირეები შეამციროს – გიდი

ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს დამფუძნებლის, ასოცირებული გიდის გიორგი დარციმელიას შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი საქართველოს უვიზო რეჟიმს შეუჩერებს, ქვეყნის იმიჯი დაზიანდება და ევროპელი ტურისტებიც ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისგან თავს შეიკავებენ.
გადაცემა #რედაქტ2-ში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკების შეფასებისას, დარგის წარმომადგენელი ამბობს, რომ შემცირებული მოთხოვნის შემთხვევაში, ქუთაისის აეროპორტში ბაზირებულმა უნგრულმა ავიაკომპანია WizzAir-მა, შესაძლოა, ფრენების სიხშირეები შეამციროს.
„იმერეთისთვის და ზოგადად საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა წარდგენის პროცესშია და ეს დაბალფასიანი ფრენები ხელს უწყობს საქართველოს პრომოუშენს, მათთვის ვინც ზურგჩანთებით მოგზაურობას ამბჯობინებენ. ვფიქრობ, რომ ამაზე გავლენას იქონიებს და შესაძლოა, მოთხოვნა შემცირდეს. შესაბამისად, WizzAir-მაც შეიძლება არსებული ფრენების სიხშირეები შეამციროს. როდესაც ქვეყნის მიმზიდველობა მცირდება, მცირდება ამ სეგმენტის ტურისტისთვისაც ამ ქვეყნისადმი ინტერესიც.
ქვეყნიდან გასვლა შემცირდება იმდენად, რამდენადაც სავიზო რეჟიმი შეგვიშლის ხელს და მეორე ფაქტორი შეიძლება ის იყოს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გადახდისუნარინობა შემცირდეს… უვიზო რეჟიმის შეჩერებისას კიდევ ერთი რისკი შეიძლება მიგრაციის ხელშეწყობა იყოს, რაც ბოლო პერიოდში ისედაც გააქტიურებულია“, – აცხადებს გიორგი დარციმელია.
2024 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უნგრული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია WizzAir-მა ევროპის მიმართულებით 1 259 069 მგზავრი გადაიყვანა, რაც ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრების საერთო რაოდენობის 17%. ამგვარად ავიაკომპანიების რეიტინგში, ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული ხომალდებით, WizzAir ლიდერია. აღსანიშნია, რომ 2024 წლის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ჯამში 1 722 804 მგზავრი გაატარა.
15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოზე იმსჯელეს და საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს გარკვეული პირობები იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდეს. პირობების შესასრულებლად კი ევროკავშირი, “ქართული ოცნების” მთავრობას დროს აგვისტოს ბოლომდე აძლევს.
ამ საკითხს “ოცნების” ხელისუფლებიდან უკვე მოჰყვა საპასუხო განცხადებები. ირაკლი მ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას შანტაჟისთვის იყენებს. მან განაცხადა, რომ თუ არჩევანი ვიზალიბერალიზაციას და მშვიდობასა და სტაბილურობას შორის დადგება, საქართველო მშვიდობას და სტაბილურობას აირჩევს. კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირში ვიზით ან უვიზოდ მოგზაურობა ეგზისტენციალური საკითხი არ არის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow