უზბეკების სიგიჟე - ნაკრებიდან თემურ კაპაძეს საოცარი მიზეზის გამო უშვებენ
უზბეკურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ახალი მწვრთნელის დანიშვნაზე მუშაობს

იცით ვინ არის ის? გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, უზბეკები ნაკრების მწვრთნელად ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის, იოახიმ ლიოვის დანიშვნას ცდილობენ!
იმ შემთხვევაში თუ 2014 წლის მუნდიალის გამარჯვებული უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს, მაშინ თემურ კაპაძე სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ კაპაძე სწორედ ის კაცია, რომელმაც უზბეკეთი მსოფლიოზე სადებიუტოდ გაიყვანა.
What's Your Reaction?






