უილიამ სალიბას უარი მადრიდის რეალს? - რა თქვა ფრანგმა მცველმა

როგორც ჩანს, სალიბა ლონდონიდან წასვლას არ ფიქრობს

მარ. 11, 2025 - 19:56
 0
უილიამ სალიბას უარი მადრიდის რეალს? - რა თქვა ფრანგმა მცველმა
არაერთი წყაროს მტკიცებით, მადრიდის რეალი ზაფხულისთვის დაცვის გაძლიერებას და ლონდონის არსენალიდან უილიამ სალიბას დამატებას გეგმავს.

როგორც ჩანს, საპირისპირო აზრზეა თავად ფეხბურთელი. არსენალის ფრანგი მცველის თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს.

არსენალში ძალიან ბედნიერი ვარ. ამ კლუბთან ხელშეკრულება კიდევ 2.5 წლით მაკავშირებს და მსურს, რომ თამაში აქ გავაგრძელო.

- თქვა სალიბამ.

უილიამ სალიბა არსენალში 2022/2023 წლების სეზონიდან თამაშობს. 23 წლის მცველი იქამდე სენტ ეტიენში, ნიცასა და მარსელში გამოდიოდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow