უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან მარცხი აღიარა

დაღესტნელმა მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა პირველად აღიარა, რომ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაში მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს...

ივნ. 16, 2025 - 18:27
 0
უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან მარცხი აღიარა
დაღესტნელმა მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა პირველად აღიარა, რომ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაში მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და გამარჯვება ქართველს ეკუთვნოდა.

არ ვამართლებ თავს — მერაბმა მაჯობა და დავმარცხდი. იმ მდგომარეობაში ბრძოლასაც არ უნდა დავთანხმებულიყავი, ექიმები ჯერაც მიკრძალავენ სრულად ვარჯიშსა და დარტყმებზე მუშაობას,“ — განაცხადა უმარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოქტაგონში დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ წაგებამდე უმარი დაუმარცხებელი იყო (18-0), თუმცა 19 იანვარს მერაბ დვალიშვილმა იგი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონობის დაცვაც წარმატებით მოახერხა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow