ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. დოკუმენტს ხელი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანი, საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია, აკადემიური პარტნიორობის გაძლიერება, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან ერთობლივი და ორმაგი ხარისხის აკადემიური პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელება, უნივერსიტეტისთვის აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული განვითარებაა. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგების, სტუდენტებისა და კლინიცისტი ექიმებისთვის იმუნიტეტის, ანტომიკრობული რეზისტენტობისა და ფაგოთერაპიის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა, სადაც მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, მოხსენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა წარადგინა.

აპრ. 25, 2025 - 18:27
 0
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. დოკუმენტს ხელი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანი, საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია, აკადემიური პარტნიორობის გაძლიერება, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან ერთობლივი და ორმაგი ხარისხის აკადემიური პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელება, უნივერსიტეტისთვის აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული განვითარებაა.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგების, სტუდენტებისა და კლინიცისტი ექიმებისთვის იმუნიტეტის, ანტომიკრობული რეზისტენტობისა და ფაგოთერაპიის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა, სადაც მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, მოხსენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა წარადგინა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow