ურთულეს პერიოდში პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი და საზოგადოება გაჰყვა მის სწორ გზავნილებს – კობახიძე

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა. პრემიერის თქმით, 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი. „ჩვენ გვიწევდა ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრება წლების განმავლობაში. რაღაც დონეზე დღემდე შენარჩუნდა ეს რეჟიმი, თუმცა, […]

აპრ. 28, 2025 - 02:27
 0
ურთულეს პერიოდში პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი და საზოგადოება გაჰყვა მის სწორ გზავნილებს – კობახიძე

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი.

„ჩვენ გვიწევდა ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრება წლების განმავლობაში. რაღაც დონეზე დღემდე შენარჩუნდა ეს რეჟიმი, თუმცა, დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება. ამას ბუნებრივია, დრო დასჭირდა. დღეს ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ბოლომდე დავამტკიცოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. წლიდან წლამე მივდიოდით ჩვენ აქამდე. დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი. 9 წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა უცხოური აგენტურა. დღეს არის ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, როდესაც ქვეყანამ დაიბრუნა რეალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ივანიშვილის სწორ პოლიტიკურ გზავნილებს ქართველი ხალხი მიჰყვება.
“პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი , რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს, – თქვა მ.მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინ იყო ძალიან მძიმე ვითარება ქვეყანაში ყველა მიმართულებით.

„ეს ეხებოდა, პირველ რიგში, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, სამართლის უზენაესობას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება და ასეთ დროს საზოგადოებას ჰქონდა ერთგვარად იმედიც კი გადაწურული, რომ ეს მდგომარეობა შეიძლებოდა შეცვლილიყო, თუმცა ზუსტად ამ დროს, პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს. იგივე, რომ ავიღოთ მდგომარეობა, როგორიც იყო მაგალითად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც ფიქსირდებოდა სისტემური წამების პრაქტიკა, არაადამიანური მოპყრობა, დღეს ვითარება, ყველამ იცის, რომ არის რადიკალურად განსხვავებული. იგივე ხდებოდა ქუჩაშიც, სადაც, მაგალითად 150-ზე მეტი ადამიანი უბრალოდ ქუჩაში მოკლეს. ხშირ შემთხვევაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდათ კრიმინალთან, თუმცა მათ იმეტებდნენ ძალიან მარტივად იმიტომ, რომ ეს იყო მაშინდელი რეჟიმის დაკვეთა“, – განაცხადა პრემიერმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow