უცნობი ისტორია - რატომ ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი არსენალში

ლონდონის „არსენალის“ ყოფილი სკაუტი აღმოსავლეთ ევროპაში, ტომაშ პაშიეჟნი, პოლონურ გამოცემა Weszlo.com-თან საუბარში იხსენებს...

მაი. 11, 2025 - 13:26
 0
უცნობი ისტორია - რატომ ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი არსენალში
ლონდონის „არსენალის“ ყოფილი სკაუტი აღმოსავლეთ ევროპაში, ტომაშ პაშიეჟნი, პოლონურ გამოცემა Weszlo.com-თან საუბარში იხსენებს, თუ როგორ დაინტერესდა „მეთოფეთა“ ხელმძღვანელობა 2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიათი, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სხვა ფეხბურთელზე გააკეთეს — რამაც, როგორც ჩანს, დიდად არ გაამართლა.

პაშიეჟნი იხსენებს, რომ იმ პერიოდში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პოლონეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს ატარებდა და მისი ყურადღება ორ ქართველ ტალანტს — ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილს მიეპყრო:

ჩემი დავალება სხვა ფეხბურთელებზე დაკვირვება იყო, მაგრამ როგორც კი კვარაცხელიას და დავითაშვილს ვუყურე, საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა სხვა სკაუტებთან. ყველანი ვფიქრობდით, რომ ისინი გარკვეული პოტენციალის მქონენი იყვნენ.“

საბოლოოდ, „არსენალმა“ იმ ზაფხულს კვარაცხელიას ნაცვლად ბრაზილიური „სან პაულოდან“ მარკინიოსი შეიძინა. ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონ ევროს შეადგენდა, მაგრამ ახალგაზრდა შემტევმა ვერ გაამართლა – მას პრემიერ ლიგაში მხოლოდ 6 მატჩი აქვს ჩატარებული და ამჟამად სამშობლოში, „კრუზეიროშია“ განათხოვრებული.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow