ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან

ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან

ივლ. 11, 2025 - 02:57
 0
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
სლოვენიის ქალაქი პოსტოინა ქალთა კალათბურთის ევროპულ სამიტს მასპინძლობს, რომელშიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მივლინებით 2 ქართველი მონაწილეობს. სამიტის მიზანი გახლავთ კალათბურთში ქალთა ინტეგრაცია, პროფესიული განვითარება და ზოგადად, სუსტი სქესის წარმომადგენელთა როლის გაზრდა სპორტის ამ სახეობაში.

სამიტში მიწვეულნი არიან როგორც ქალი მწვრთნელები, ისე მსაჯები, რომლებსაც ლექცია-სემინარებს მაღალი დონის სპეციალისტები უტარებენ. სლოვენიაში სამიტზე დასასწრებად იმყოფებიან ნატალია ოთხმეზური და ქეთი დანელაშვილი. ნატალია დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე წარმატებული ქალი კალათბურთელი გახლავთ, რომელმაც ამერიკის უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში 2 სეზონი ითამაშა, თუმცა კალათბურთელის კარიერა ნაადრევად დაასრულა. ოთხმეზური საქართველოში დაბრუნდა და მწვრთნელობა დაიწყო. რაც შეეხება ქეთი დანელაშვილს, ისიც კალათბურთელი გახლავთ, რომელმაც მსაჯობა დაიწყო და ამ საქმეში დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ.

ორივე ქართველ ქალბატონს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვთ თავიანთ საქმეში და ფედერაციის ხელშეწყობით შესაბამისი მიმართულებით ცოდნის გაღრმავებისა და ძვირფასი გამოცდილების მიღების საშუალება ეძლევა. პოსტონიაში ქალთა საკალათბურთო სამიტი 8 ივლისს დაიწყო და 12 ივლისამდე გაგრძელდება.

GBF.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow