ფინანსური დარღვევების ფონზე - ჩელსის უეფადან მოკვეთა ემუქრება
ტაიმსის ჟურნალისტი ჩელსის ფანებისთვის უსიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს

მართალია, რომ ჩელსი ბოლო პერიოდში მამაკაცთა ფეხბურთში ტრანსფერებისთვის მსუყედ ხარჯავდა, თუმცა კლუბი ფეარპლეის მაინც აბალანსებდა, რადგან ჩელსის მფლობელმა ქალთა გუნდი და სტადიონის სასტუმროები გაყიდა, რის ხარჯზე მოგებაზეც კი გავიდა.
რაც შეეხება უეფას საჩივარს, ისინი ამბობენ, რომ დანახარჯმა შემოსავალს არ უნდა გადააჭარბოს, ჩელსის ეს მცდელობა კი გარანტირებულად დაცული არაფრისგან არ არის.
კანონმდებლობის მიხედვით, უეფა ქონების გაყიდვას კლუბს შემოსავლად არ უთვლის ინგლისის პრემიერლიგისგან განსხვავებით. შესაბამისად, ამჟამად ჩელსი დახანარჯით შემოსავალს 80 მილიონი ფუნტით აჭარბებს.
დამტკიცდება თუ არა სასჯელი, ეს ჯერჯერობით უცნობია და ყველაფერს უახლოეს კვირებში გავიგებთ.
What's Your Reaction?






