ფონსეკამ გადაწყვიტა - როგორ იმოქმედებს "ლიონი" მიქაუტაძესთან დაკავშირებით
ფონსეკამ გადაწყვიტა - როგორ იმოქმედებს "ლიონი" მიქაუტაძესთან დაკავშირებით

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის განმავლობაში აქტიურად საუბრობდნენ „ლიონის“ შესაძლო ფინანსურ კრიზისსა და წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვაზე, კლუბმა ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო მიქაუტაძის მიმართ დაინტერესება კიდევ უფრო გაძლიერდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იტალიურმა „რომამ“ ელდორ შომუროდოვი იჯარით თურქულ „ბაშაქშეჰირში“ გაუშვა, ზოგმა ეს ნაბიჯი სწორედ იმით ახსნა, რომ რომაელები მიქაუტაძის გადაბირებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ შომუროდოვმა გასულ სეზონში „რომას“ რიგებში 37 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 ასისტი შეასრულა, თუმცა იტალიურმა კლუბმა ის დროებით გუნდს ჩამოაშორა.
ჯერჯერობით, ოფიციალური შეთავაზება არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია, და როგორც ჩანს, გიორგი მიქაუტაძე სეზონს მაინც „ლიონში“ დაიწყებს.
What's Your Reaction?






