ფუტსალი | საქართველო 3:3 საფრანგეთი
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრაში...

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო. ლევან სვანაძის სადებიუტო სანაკრებო გოლს და ვახტანგ ჯვარაშვილის ზუსტ დარტყმას სტუმრებმა ტაიმის ბოლო წუთზე გატანილი გოლით უპასუხეს. შესვენების შედმეგ საფრანგეთის ნაკრებმა კიდევ ორჯერ გაიტანა, თუმცა არჩილ სებისკვერაძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, სებისკვერაძეს გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მის მიერ შესრულებული 10-მეტრიანი დარტყმა მეკარემ მოიგერია.
შედეგად, საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრები 13 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და ამ შედეგით საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს. ჩვენი გუნდის მეტოქე 21 მაისს დაგეგმილ წილისყრაზე გაირკვევა. ორმატჩიანი პლეი-ოფი კი, მიმდინარე წლის 15-24 სექტემბერს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატი 2026 წელს, 18 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ტურნირს ლატვია და ლიეტუვა უმასპინძლებენ.
საქართველოს ნაკრებთან ერთად, პლეი-ოფის თამაშის უფლება მოიპოვეს ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბელგიამ, უნგრეთმა, იტალიამ, ყაზახეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა.
NAKREBI.GE
What's Your Reaction?






