ქართველი ვეტერანი მორაგბე და გამოჩენილი მწვრთნელი გარდაიცვალა
76 წლის ასაკში ვეტერანი მორაგბე და გამოჩენილი მწვრთნელი რამაზ სანებლიძე გარდაიცვალა. რამაზ სანებლიძე გასული საუკუნის...

რამაზ სანებლიძემ მწვრთნელობას ხელი ჯერ კიდევ მოქმედი მორაგბის პერიოდში მიჰყო და 1975 წელს ქართველ ჭაბუკ მორაგბეთა გუნდი ჩამოაყალიბა, რომელმაც 1979 წლიდან ფუნქციონირება ‘შევარდენის’ სახელით დაიწყო. რამაზ სანებლიძის თავკაცობით ‘შევარდენმა’ როგორც რესპუბლიკურ, ასევე საბჭოურ სარბიელზე არაერთ წარმატებას მიაღწია და ერთი ხანობა გუნდი სსრკ-ს უმაღლეს ლიგაშიც ასპარეზობდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟიდან კი ‘შევარდენი’ ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეულ მონაწილედ იქცა და 1993 წელს ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა და საქართველოს დამსახურებულმა სპორტულმა მოღვაწე რამაზ სანებლიძემ, თავისი მრავალწლიანი, ნაყოფიერი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, როგორც საბჭოეთის, ასევე დამოუკიდებლობის ხანაში მრავალი გამოჩენილი მორაგბე აღზარდა, რომელთაგან ბორჯღალოსანის კვართი არაერთმა მოთამაშემ მოირგო.
რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რამაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ოჯახს და სამძიმარს უცხადებს.
RUGBY.GE
What's Your Reaction?






