ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობენ
ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობენ

საქართველოს ნაკრებმა (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, გიორგი ურუშაძე) შესანიშნავი სტილით იმარჯვა და უკრაინის ეროვნული გუნდი დამაჯერებლად – 45:28 დაამარცხა.
შემდეგ ეტაპზე, ანუ T16-ში, ჩვენს გუნდის მეტოქე უნგრეთის ნაკრები იქნება.
დაპირისპირება 28 ივლისს, 09:00 საათზე გაიმართება "თბილისი არენაზე".
ქართველი მოფარიკავეები კარგ ფორმაში არიან და როგორც ჩანს, გულშემატკივარს შესანიშნავ სანახაობას კვლავაც ჰპირდებიან. ჩემპიონატი უკვე მნიშვნელოვანი წარმატებით დაიწყო – ახლა მთავარი გზის გაგრძელებაა.
What's Your Reaction?






