ქართველმა არბიტრებმა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი განსაჯეს
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე

ქართველი მსაჯები 2027 წლის უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს, ასტანაში მოემსახურნენ.
5 ივნისს, ყაზახეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანდორას უმასპინძლა. მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ავაზაშვილი იყო, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა განსაჯა ფიფას არბიტრის სტუტუსით.
მას ასისტენტობას ზაზა ფიფია და გიორგი ელიკაშვილი უწევდნენ. მეოთხე მსაჯი კობა რევაზაშვილი იყო.
GFF
What's Your Reaction?






