,, ქართულმა ავტოიმპორტიორმა კომპანიებმა ე.წ. აშშ – ს აუქციონის კოდები გასცეს ყაზახებზე, ყირგიზებზე, სომხებზე… მარტივად რომ ავხსნათ ქართველები “გაწიეს გვერდზე” – ოთო აბესაძე
ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა მთავრობამ და კარგავს საშუალოდ მოქმედ 100 000 მდე სამუშაო ადგილს !!კარგავს წლიურად 200 მლნ დოლარს ეკონომიკიდან !! ბოლო 15 წლის განმავლობაში ავტომობილების იმპორტი, რეექსპორტი და ა.შ საქართველოში N1 ეკონომიკურ საქმიანობად ჩამოყალიბდა. საქსტატის ბოლო 15 წლის მონაცემებით ეს ბიზნესი არის პირველ ადგილზე ეკონომიკური პარამეტრებით. ეს […] The post ,, ქართულმა ავტოიმპორტიორმა კომპანიებმა ე.წ. აშშ – ს აუქციონის კოდები გასცეს ყაზახებზე, ყირგიზებზე, სომხებზე… მარტივად რომ ავხსნათ ქართველები “გაწიეს გვერდზე” – ოთო აბესაძე appeared first on .

ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა მთავრობამ და კარგავს საშუალოდ მოქმედ 100 000 მდე სამუშაო ადგილს !!კარგავს წლიურად 200 მლნ დოლარს ეკონომიკიდან !!
ბოლო 15 წლის განმავლობაში ავტომობილების იმპორტი, რეექსპორტი და ა.შ საქართველოში N1 ეკონომიკურ საქმიანობად ჩამოყალიბდა. საქსტატის ბოლო 15 წლის მონაცემებით ეს ბიზნესი არის პირველ ადგილზე ეკონომიკური პარამეტრებით.
ეს სფერო მხოლოდ ავტომობილების იმპორტს ან რეექსპორტს არ აერთიანებს. აქ შედის ავტოხელოსნები, ავტონაწილები და უამრავი სხვა მასთან დაკავშირებული დეტალი.
საკმაოდ დიდი ფინანსური ნაკადი რჩებოდა საქართველოში რეექსპორტის დროს, როდესაც ქართველს ჩამოყავდა აშშ – ში აუქციონზე მოგებული მანქანა, ქართველები ატარებდნენ აღდგენით სამუშაოებს, ქართველებისგან ყიდულობდმენ ნაწილებს.
ანუ სრული სერვისი ტარდებოდა საქართველოში და მანქანა გადიოდა ექსპორტზე კავკასიის რეგიონში.
ეხლა რა ხდება? ქართულმა ავტოიმპორტიორმა კომპანიებმა ე.წ. აშშ – ს აუქციონის კოდები გასცეს ყაზახებზე, ყირგიზებზე, სომხებზე… ისინი თავად ახდენენ ავტომობილების იმპორტს, თავად გახსნეს ავტო სახელოსნოები ან პირდაპირ დაზიანებული მანქანები გაყავთ თავიანთ ქვეყნებში !!
მარტივად რომ ავხსნათ ქართველები “გაწიეს გვერდზე” და წლიურად საშუალოდ 200 მლნ დოლარი გაქრა ქართული ეკონომიკიდან !!
სამეზობლო რეგიონის ქვეყნებში მიცემდნენ ქართველებს ამდენის უფლებას? ან მათი მოქალაქეების გაღარიბების ხარჯზე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს გააკეთებინებდნენ ბიზნესს? რათქმაუნდა არა !!
საქართველოს ხელისუფლებამ ნებსით თუ უნებლიედ უარი თქვა თავისი გეოგრაფიული მდგომარეობის გამოყენებაზე და ქართველის ნაცვლად ბიზნესის კეთების შესაძლებლობა მისცა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს!!
აუცილებელია საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ მოაწესრიგოს ეს სფერო და გაატაროს გარკვეული რეგულაციები არარეზიდენტი პირების ეკონომიკურ საქმიანობაზე.
ასევე იკვეთება ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა საქართველოში არაებული მსხვილი ავტოიმპორტიორების საქმიანობის შესახებ თუ რამდენად იცავენ აღნიშნული კომპანიები აშშ – ს სანქციების პირობებს და რამდენად ხვდება მათი გავლით აშშ – ში წარმოებული ავტომობილები სანქცირებულ ქვეყნებში !!
ეს უგუნური დამოკიდებულება მთავრობის მხრიდან აკარგვინებს საქართველოს საშუალოდ 100 000 სამუშაო ადგილს და 200 მლნ დოლარს წელიწადში.
ეს თავხედური გადაწყვეტილება ავტოიმპორტიორების მხრიდან აყენებს ქვეყამას სანქციების რისკის წინაშე“
The post ,, ქართულმა ავტოიმპორტიორმა კომპანიებმა ე.წ. აშშ – ს აუქციონის კოდები გასცეს ყაზახებზე, ყირგიზებზე, სომხებზე… მარტივად რომ ავხსნათ ქართველები “გაწიეს გვერდზე” – ოთო აბესაძე appeared first on .
What's Your Reaction?






