ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა - საქართველოს რკინიგზა
ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული. „20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად აღმოიფხვრა და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია. ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულია განცხადებაში. ფოტო: არქივი.

ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული.
„20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად აღმოიფხვრა და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია. ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ფოტო: არქივი.
What's Your Reaction?






