ღირსეული ჟესტი - კვარას პსჟ მიქაუტაძის ლიონს ეხმარება
როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძის ლიონი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს, გასაჩივრებისთვის კი კლუბს რამდენიმე დღე მიეცა

ამის საპასუხოდ ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა გადაწყვიტა, რომ ლიონს ბრედლი ბარკოლას ტრანსფერისთვის ფული ახლავე გადაუხადოს.
საქმე ისაა, რომ თავის დროზე პარიზმა ბარკოლა სწორედ ლიონიდან იყიდა, კლუბები კი სატრანსფერო ღირებულების გადახდაზე ნაწილ-ნაწილ შეთანხმდნენ.
მიუხედავად ამისა, პსჟ დოკუმენტაციით მინიჭებულ უფლებებს არ გამოიყენებს და გაჭირვებაში მყოფ ლიონს 45 მილიონს ახლავე გადაუხდის.
What's Your Reaction?






