საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ბიქსენ ლიზარაზუმ ხვიჩა კვარაცხელია არსენალთან თამაშის შემდეგ ღიად შეაქო:
ის აღმაფრენა, რომლითაც კვარაცხელია მინდორზე გამოვიდა, ყველასთვის გადამდები აღმოჩნდა. მგონი, ყველაზე კმაყოფილი ნუნუ მენდეში უნდა ყოფილიყო. წარმოდგინეთ, რამდენად კომფორტულია თამაში განაპირა მცველისთვის, რომელმაც იცის, რომ გვერდში ასეთი დამზღვევი ჰყავს.
კვარამ ტიტანური შრომა გასწია როგორც შეტევაში, ასევე – დაცვაში. ეს ჩინებული სიგნალია პსჟ-სთვის. ყველა ხედავს, რომ იქ გუნდური სული უმაღლეს დონეზეა. ფეხბურთელები მზად არიან, წარმატებისთვის გუნდური ამბიციები გვერდზე გადადონ.
კვარას დიდი ნიჭი და გამარჯვებულის ფსიქოლოგია გააჩნია. ასეთ ფეხბურთელებთან ერთად პსჟ-ს თამამად შეუძლია მხოლოდ უმაღლეს მიზნებზე იფიქროს. ის წინ ძალიან დამაჯერებლად მიიწევს და ისე ჩამოყალიბდა, რომ ფაქტობრივად ყველა რისკის გადამზღვევია, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.
- ამბობს ლიზარაზუ.