ყველაფერი ბოლო წამს შეიცვალა - ფელიქსი რონალდუს თანაგუნდელი გახდება
ყველაფერი ბოლო წამს შეიცვალა - ფელიქსი რონალდუს თანაგუნდელი გახდება

ტრანსფერის ფინანსური მხარე საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა — „ალ ნასრი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონ ევროს გადაუხდის, რითაც როგორც „ჩელსის“, ისე თავად ფელიქსის ინტერესები დააკმაყოფილა.
ფელიქსის მიმართ ინტერესს „ბენფიკა“ იჩენდა, რომელშიც ფეხბურთელი კარიერის საწყის ეტაპზე ასპარეზობდა. თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში საუდის არაბეთის გრანდი ჩაერთო, ვითარება რადიკალურად შეიცვალა — „ალ ნასრმა“ საუკეთესო ფინანსური და სპორტული პირობები შესთავაზა როგორც კლუბს, ასევე ფეხბურთელს, რის შედეგადაც გარიგება სწრაფად დაიხურა.
ჟოაუ ფელიქსი „ჩელსის“ 2024 წელს შეუერთდა. კლუბის შემადგენლობაში მან 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 11 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ახლა მისი კარიერის ახალი თავი საუდის პროფლიგაში იწყება.
What's Your Reaction?






