“შეგზარავთ, რამდენი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სტრატეგიულმა ინტერესებმა!” – ბონდო მძინარაშვილი
სააგენტო "პარალელი" “შეგზარავთ, რამდენი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სტრატეგიულმა ინტერესებმა!” – ბონდო მძინარაშვილი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მსოფლიოში არსებულ მძიმე რეალობაზე აკეთებს აქცენტს: “რა “სამართლიან მშვიდობაზე” ლაპარაკობენ ამ ძალის სამართლის სამყაროში?! რა ევროკავშირის ლიდერები, რა ლონდონური შეხვედრები, რა მეფე და რა დედოფალი?! რაზეც უნდა შეთანხმდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, თუკი მოსკოვი ხელს არ მოაწერს?! და ნამდვილად არ მოაწერს, თუკი სარგებელს არ […] “შეგზარავთ, რამდენი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სტრატეგიულმა ინტერესებმა!” – ბონდო მძინარაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“შეგზარავთ, რამდენი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სტრატეგიულმა ინტერესებმა!” – ბონდო მძინარაშვილი
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მსოფლიოში არსებულ მძიმე რეალობაზე აკეთებს აქცენტს:
“რა “სამართლიან მშვიდობაზე” ლაპარაკობენ ამ ძალის სამართლის სამყაროში?!
რა ევროკავშირის ლიდერები, რა ლონდონური შეხვედრები, რა მეფე და რა დედოფალი?!
რაზეც უნდა შეთანხმდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, თუკი მოსკოვი ხელს არ მოაწერს?!
და ნამდვილად არ მოაწერს, თუკი სარგებელს არ დაინახავს და მიიღებს!
აიძულებენ?!
როგორ?!
და აქამდე რატომ ვერ აიძულეს?!
გადახედეთ რუსეთ-ევროპის ორსაუკუნოვან ისტორიას!
შეგზარავთ, რამდენი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სტრატეგიულმა ინტერესებმა!
ამ ინტერესებში ყველა მშვიდობა, ყველა დიპლომატიური მოლაპარაკება პატარა ომის თავიდან ასაცილებლად და დიდი ომისთვის მზადებაა!
ეს იცის ყველა მომლაპარაკებელმა!
და არაფერი იცის იმ ხალხმა, მილიონობით რომ იხოცება!
მერე კი დასხდებიან და შეთანხდებიან “სამართლიან მშვიდობაზე”… მორიგ ომამდე!
და ყველაფერი იწყება თავიდან!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.
“შეგზარავთ, რამდენი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სტრატეგიულმა ინტერესებმა!” – ბონდო მძინარაშვილი
პარალელი
What's Your Reaction?






