შეკრება დინამო ბათუმის გადასარჩენად - "შავი ზღვის პირატები" განცხადებას ავრცელებენ

შეკრება დინამო ბათუმის გადასარჩენად - "შავი ზღვის პირატები" განცხადებას ავრცელებენ

ივლ. 13, 2025 - 19:57
 0
შეკრება დინამო ბათუმის გადასარჩენად - "შავი ზღვის პირატები" განცხადებას ავრცელებენ
"დინამო ბათუმში" მიმდინარე ვითარებაზე ყველა ქართველი გულშემატკივარი ღელავს და გარშემო დიდი ინტერესია მოცული.

დღეს, გუნდის ფან-კლუბმა, "შავი ზღვის პირატებმა", განცხადება გაავრცელეს, სადაც გულშემატკივარს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებისკენ მოუწოდეს.

მოგესალმებით!

დღეს, 20:00 ვიკრიბებით სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე - "დინამოს გადასარჩენად"!

როგორც უკვე გითხარით, გუნდში არის ფინანსური დავალიანება - 1 420 000$, რომლის არ გადახდის შემთხვევაშიც გუნდს ემუქრება 1 წლიანი დისკვალიფიკაცია ევროტურნირებზე, ამასთან სატრანსფერო აქტივობის შეზღუდვა და მისგან მომდინარე ნეგატიური შედეგები.

ჩვენ გვქონდა შეხვედრა კლუბის პრეზიდენტთან და მივიღეთ პასუხები, რომ იგი თანახმაა გუნდი გადასცეს შემდგომ ინვესტორს დავალიანების დაფარვის შემთხვევაში. ამასთან გუშინ გვქონდა ბათუმელ გულშემატკივრებთან შეხვედრა, გავიარეთ კლუბში მიმდინარე მოვლენები.

აღნიშნული საკითხის სირთულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით წარჩინებულ ბიზნესმენებს. ჩვენი სახელით გვინდა მოგიწოდეთ, დაგვიდგეთ გვერდში, ქომაგებს და კლუბს. ჩვენ ვიქნებით გარანტორები რომ ამ აქციებიდან თქვენ მიიღებთ დივიდენდებს.

დღეს როდესაც ინფორმაცია საჯაროა, ვისაც დინამოს ბედი განაღვლებთ, გამოდით 20:00 საათზე სტადიონთან!
- ვკითხულობთ გავრცელებულ ტექსტში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow