“შენ ვერ მოესწარი ჩემს სიბერეს, დე, მე უშენობას მოვესწარი დედი" - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული მიშო აშვეთიას დედა

ქუ­თა­ის­ში, თა­ყა­იშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის, 24 წლის მიშო აშ­ვე­თი­ას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას ვაჟია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მი­შოს სახ­ლში ეძი­ნა, როცა ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და სა­უ­ბე­დუ­როდ, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან გა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლო.ხან­ძა­რი მე­ზობ­ლებ­მა გვი­ან შე­ნიშ­ნეს. მარ­თა­ლია, ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო, სა­პატ­რუ­ლო და სას­წრა­ფო ბრი­გა­დე­ბი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ახალ­გაზ­რდის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ის სახ­ლში გარ­და­იც­ვა­ლა. ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ექ­სპერტ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.ცხე­და­რი სამ­ხა­რა­ულ­ში, ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს და იქ ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და.Ambebi.ge-ს გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი ესა­უბ­რა:უმ­ძი­მე­სია ის ტკი­ვი­ლი, რა­საც ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან ამ ენით აღუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დი­ის გამო. ძა­ლი­ან უჭირთ სა­უ­ბა­რი მის მე­გობ­რებ­საც. სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდამ ამ მოკ­ლე დრო­ში უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლის და­თეს­ვა შეძ­ლო.არ ვიცი რო­გორ უნდა ვი­ლა­პა­რა­კო მი­შო­ზე წარ­სულ­ში და სა­ერ­თოდ, რო­გორ შევ­ძლებ მას­ზე სა­უ­ბარს. მიშო ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი, სა­მე­გობ­როს­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მას­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი მარ­თლა შე­უძ­ლე­ბე­ლია ჩვენ­თვის. გაგ­ვა­ნად­გუ­რა ამ შემ­ზა­რავ­მა ამ­ბავ­მა არა­მარ­ტო მთე­ლი სა­მე­გობ­რო, არა­მედ მთე­ლი ქა­ლა­ქი. ვი­საც კი ოდ­ნა­ვი შე­ხე­ბა ჰქო­ნია მი­შოს­თან, ყვე­ლა ტი­რის, ყვე­ლა გა­ნიც­დის და ყვე­ლა და­დე­ბი­თად იხ­სე­ნებს მას.პირმ­ცი­ნა­რი, სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მე­გო­ბა­რი. ბავ­შვო­ბი­დან­ვე მშვი­დი, წყნა­რი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი. მარ­თლა ღვთის სა­ჩუ­ქა­რი სა­მე­გობ­როს­თვის და ამი­ტომ ახლა ყვე­ლა­ნი შოკ­ში ვართ. უსაშ­ვე­ლო ტკი­ვი­ლით ვართ და ერ­თმა­ნეთს სა­ნუ­გე­შო სი­ტყვებ­საც ვერ ვე­უბ­ნე­ბით. დაგ­ვა­დუ­მა ყვე­ლა ამ თავ­ზარ­დამ­ცემ­მა ამ­ბავ­მა.მიშო ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. ამ­ჟა­მად არ თა­მა­შობ­და. ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას შვი­ლი გახ­ლავთ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დე­დის, სო­ფოს შვი­ლი. ჰყავს ძა­ლი­ან კარ­გი ძმა და სა­ო­ცა­რი ძმო­ბა ჰქონ­დათ მათ. მშობ­ლე­ბი გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან დიდი ხა­ნია, მა­მას სხვა ოჯა­ხი აქვს. მიშო დე­დას­თან და ბე­ბოს­თან, დე­დის დე­დას­თან იზ­რდე­ბო­და.სა­ოც­რად მზრუნ­ვე­ლი დედა ჰყავს. სოფო შვი­ლებ­ზე თან გა­და­ყო­ლი­ლი და გა­გი­ჟე­ბუ­ლი დე­დაა, არ ვიცი ამ ტკი­ვილს რო­გორ უნდა გა­უძ­ლოს. თა­ყა­იშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მიშო დე­დის დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და იმ კერ­ძო სახ­ლში, სა­დაც ეს უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ჯერ არ იცი­ან, არ არის და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რის­გან გაჩ­ნდა სახ­ლში ხან­ძა­რი. ყვე­ლა­ნი ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს. ვი­ცით ის, რომ სახ­ლში არა­ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და იმ დროს მი­შოს გარ­და. ბებო და მიშო ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად, ბებო წა­სუ­ლი ყო­ფი­ლა დი­ლით სამ­სა­ხურ­ში და ეტყო­ბა მა­შინ გაჩ­ნდა ხან­ძა­რი.სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ გა­ი­გო მი­შომ, ფიქ­რო­ბენ, რომ კვამ­ლით გა­ი­გუ­და. არ ვიცი ამ ტკი­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა ალ­ბათ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. დი­ლით მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა, როცა ყვე­ლა სამ­სა­ხურ­ში მიდი-მო­დის. და­ვე­ლო­დოთ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს, რას და­ა­სა­ხე­ლებს მი­ზე­ზად. სახ­ლი დამ­წვა­რია, იქ პა­ნაშ­ვი­დე­ბი შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, ამი­ტომ მიშო ტა­ძარ­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ქუ­თა­ის­ში მი­შოს დამ­წვა­რი სხე­უ­ლი მხო­ლოდ დღეს იქ­ნე­ბა დას­ვე­ნე­ბუ­ლი, ხვალ თბი­ლის­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ და თბი­ლის­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.კა­ტას­ტრო­ფაა ამის გა­აზ­რე­ბაც კი. ენით აღუ­წე­რე­ლი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს, მტერ­საც რომ არ ვუ­სურ­ვებ. იქ საკ­მა­ოდ მჭიდ­რო და­სახ­ლე­ბაა, მაგ­რამ როცა გა­ი­გეს და და­ი­ნა­ხეს ცე­ცხლი, უკვე გვი­ა­ნი იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ მიშო ცე­ცხლის ალმა გა­გუ­დაო და შემ­დეგ არის დამ­წვა­რი. ორი დღეა ყვე­ლა­ნი ვტი­რით, მოვ­თქვამთ, ვიხ­სე­ნებთ ჩვენს თბილ მი­შოს და რა დაგ­ვჩე­ნია, მხო­ლოდ მისი სუ­ლის­თვის ვი­ლო­ცოთ თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა.ამ დიდ­მა ტრა­გე­დი­ამ ჩვე­ნი მთე­ლი ბავ­შვო­ბის წლე­ბი ჩაკ­ლა. ჩვე­ნი მიშო მთე­ლი სა­მე­გობ­როს გუ­ლის­ტკი­ვი­ლად დარ­ჩე­ბა. დაკ­რძალ­ვა თბი­ლის­ში იქ­ნე­ბა, სოფო თბი­ლის­ში იყო, რომ ჩა­მო­ვი­და, სახ­ლთან გუ­შინ მო­ვი­და და სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოგ­ცემთ, რა ხდე­ბა მთელ უბან­ში. ჩვენ ბავ­შვო­ბი­დან მოვ­დი­ვართ ერ­თად, ერთი ეზო, ერთი უბა­ნი, ერთი სა­მე­გობ­რო წრე გვყავს და სი­ტყვე­ბი არ გვაქვს.სა­ო­ცა­რი ბიჭი იყო. კარ­გად მღე­რო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ი­დო მიშო რო­გორ უმ­ღე­რის დე­დას და ამ სიმ­ღე­რის მოს­მე­ნის მერე გული გა­გლეჯ­ვა­ზე მაქვს. ძა­ლი­ან მოგ­ვე­ნატ­რე­ბა ჩვე­ნი მხი­ა­რუ­ლი მიშო, სულ სა­მე­გობ­როს­თან ერ­თად ერ­თო­ბო­და. დიდ­თან დიდი იყო, პა­ტა­რას­თან პა­ტა­რა. ყვე­ლას ხა­სი­ათს ერ­გე­ბო­და. დე­და­მი­სი სოფო რამ­დე­ნი­მე წელი ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო და იქი­და­ნაც სულ ჩარ­თუ­ლი იყო, სულ შვი­ლებს ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და და ვი­დეო ლა­ი­ვე­ბი ჰქონ­დათ სულ. ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, ამის გაძ­ლე­ბა ძნე­ლია, ძა­ლი­ან ძნე­ლია, მას­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა ჯო­ჯო­ხე­თის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის", - ამ­ბობს მი­შოს მე­გო­ბა­რი.წყარო:ambebi.ge

ივნ. 14, 2025 - 03:56
 0
“შენ ვერ მოესწარი ჩემს სიბერეს, დე, მე უშენობას მოვესწარი დედი" - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული მიშო აშვეთიას დედა
ქუ­თა­ის­ში, თა­ყა­იშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის, 24 წლის მიშო აშ­ვე­თი­ას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას ვაჟია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მი­შოს სახ­ლში ეძი­ნა, როცა ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და სა­უ­ბე­დუ­როდ, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან გა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლო.

ხან­ძა­რი მე­ზობ­ლებ­მა გვი­ან შე­ნიშ­ნეს. მარ­თა­ლია, ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო, სა­პატ­რუ­ლო და სას­წრა­ფო ბრი­გა­დე­ბი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ახალ­გაზ­რდის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ის სახ­ლში გარ­და­იც­ვა­ლა. ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ექ­სპერტ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.

ცხე­და­რი სამ­ხა­რა­ულ­ში, ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს და იქ ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და.

Ambebi.ge-ს გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი ესა­უბ­რა:

უმ­ძი­მე­სია ის ტკი­ვი­ლი, რა­საც ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან ამ ენით აღუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დი­ის გამო. ძა­ლი­ან უჭირთ სა­უ­ბა­რი მის მე­გობ­რებ­საც. სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდამ ამ მოკ­ლე დრო­ში უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლის და­თეს­ვა შეძ­ლო.

არ ვიცი რო­გორ უნდა ვი­ლა­პა­რა­კო მი­შო­ზე წარ­სულ­ში და სა­ერ­თოდ, რო­გორ შევ­ძლებ მას­ზე სა­უ­ბარს. მიშო ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი, სა­მე­გობ­როს­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მას­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი მარ­თლა შე­უძ­ლე­ბე­ლია ჩვენ­თვის. გაგ­ვა­ნად­გუ­რა ამ შემ­ზა­რავ­მა ამ­ბავ­მა არა­მარ­ტო მთე­ლი სა­მე­გობ­რო, არა­მედ მთე­ლი ქა­ლა­ქი. ვი­საც კი ოდ­ნა­ვი შე­ხე­ბა ჰქო­ნია მი­შოს­თან, ყვე­ლა ტი­რის, ყვე­ლა გა­ნიც­დის და ყვე­ლა და­დე­ბი­თად იხ­სე­ნებს მას.

პირმ­ცი­ნა­რი, სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მე­გო­ბა­რი. ბავ­შვო­ბი­დან­ვე მშვი­დი, წყნა­რი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი. მარ­თლა ღვთის სა­ჩუ­ქა­რი სა­მე­გობ­როს­თვის და ამი­ტომ ახლა ყვე­ლა­ნი შოკ­ში ვართ. უსაშ­ვე­ლო ტკი­ვი­ლით ვართ და ერ­თმა­ნეთს სა­ნუ­გე­შო სი­ტყვებ­საც ვერ ვე­უბ­ნე­ბით. დაგ­ვა­დუ­მა ყვე­ლა ამ თავ­ზარ­დამ­ცემ­მა ამ­ბავ­მა.

მიშო ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. ამ­ჟა­მად არ თა­მა­შობ­და. ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას შვი­ლი გახ­ლავთ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დე­დის, სო­ფოს შვი­ლი. ჰყავს ძა­ლი­ან კარ­გი ძმა და სა­ო­ცა­რი ძმო­ბა ჰქონ­დათ მათ. მშობ­ლე­ბი გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან დიდი ხა­ნია, მა­მას სხვა ოჯა­ხი აქვს. მიშო დე­დას­თან და ბე­ბოს­თან, დე­დის დე­დას­თან იზ­რდე­ბო­და.

სა­ოც­რად მზრუნ­ვე­ლი დედა ჰყავს. სოფო შვი­ლებ­ზე თან გა­და­ყო­ლი­ლი და გა­გი­ჟე­ბუ­ლი დე­დაა, არ ვიცი ამ ტკი­ვილს რო­გორ უნდა გა­უძ­ლოს. თა­ყა­იშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მიშო დე­დის დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და იმ კერ­ძო სახ­ლში, სა­დაც ეს უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ჯერ არ იცი­ან, არ არის და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რის­გან გაჩ­ნდა სახ­ლში ხან­ძა­რი. ყვე­ლა­ნი ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს. ვი­ცით ის, რომ სახ­ლში არა­ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და იმ დროს მი­შოს გარ­და. ბებო და მიშო ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად, ბებო წა­სუ­ლი ყო­ფი­ლა დი­ლით სამ­სა­ხურ­ში და ეტყო­ბა მა­შინ გაჩ­ნდა ხან­ძა­რი.
სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ გა­ი­გო მი­შომ, ფიქ­რო­ბენ, რომ კვამ­ლით გა­ი­გუ­და. არ ვიცი ამ ტკი­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა ალ­ბათ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. დი­ლით მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა, როცა ყვე­ლა სამ­სა­ხურ­ში მიდი-მო­დის. და­ვე­ლო­დოთ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს, რას და­ა­სა­ხე­ლებს მი­ზე­ზად. სახ­ლი დამ­წვა­რია, იქ პა­ნაშ­ვი­დე­ბი შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, ამი­ტომ მიშო ტა­ძარ­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ქუ­თა­ის­ში მი­შოს დამ­წვა­რი სხე­უ­ლი მხო­ლოდ დღეს იქ­ნე­ბა დას­ვე­ნე­ბუ­ლი, ხვალ თბი­ლის­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ და თბი­ლის­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.

კა­ტას­ტრო­ფაა ამის გა­აზ­რე­ბაც კი. ენით აღუ­წე­რე­ლი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს, მტერ­საც რომ არ ვუ­სურ­ვებ. იქ საკ­მა­ოდ მჭიდ­რო და­სახ­ლე­ბაა, მაგ­რამ როცა გა­ი­გეს და და­ი­ნა­ხეს ცე­ცხლი, უკვე გვი­ა­ნი იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ მიშო ცე­ცხლის ალმა გა­გუ­დაო და შემ­დეგ არის დამ­წვა­რი. ორი დღეა ყვე­ლა­ნი ვტი­რით, მოვ­თქვამთ, ვიხ­სე­ნებთ ჩვენს თბილ მი­შოს და რა დაგ­ვჩე­ნია, მხო­ლოდ მისი სუ­ლის­თვის ვი­ლო­ცოთ თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა.

ამ დიდ­მა ტრა­გე­დი­ამ ჩვე­ნი მთე­ლი ბავ­შვო­ბის წლე­ბი ჩაკ­ლა. ჩვე­ნი მიშო მთე­ლი სა­მე­გობ­როს გუ­ლის­ტკი­ვი­ლად დარ­ჩე­ბა. დაკ­რძალ­ვა თბი­ლის­ში იქ­ნე­ბა, სოფო თბი­ლის­ში იყო, რომ ჩა­მო­ვი­და, სახ­ლთან გუ­შინ მო­ვი­და და სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოგ­ცემთ, რა ხდე­ბა მთელ უბან­ში. ჩვენ ბავ­შვო­ბი­დან მოვ­დი­ვართ ერ­თად, ერთი ეზო, ერთი უბა­ნი, ერთი სა­მე­გობ­რო წრე გვყავს და სი­ტყვე­ბი არ გვაქვს.

სა­ო­ცა­რი ბიჭი იყო. კარ­გად მღე­რო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ი­დო მიშო რო­გორ უმ­ღე­რის დე­დას და ამ სიმ­ღე­რის მოს­მე­ნის მერე გული გა­გლეჯ­ვა­ზე მაქვს. ძა­ლი­ან მოგ­ვე­ნატ­რე­ბა ჩვე­ნი მხი­ა­რუ­ლი მიშო, სულ სა­მე­გობ­როს­თან ერ­თად ერ­თო­ბო­და. დიდ­თან დიდი იყო, პა­ტა­რას­თან პა­ტა­რა. ყვე­ლას ხა­სი­ათს ერ­გე­ბო­და. დე­და­მი­სი სოფო რამ­დე­ნი­მე წელი ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო და იქი­და­ნაც სულ ჩარ­თუ­ლი იყო, სულ შვი­ლებს ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და და ვი­დეო ლა­ი­ვე­ბი ჰქონ­დათ სულ. ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, ამის გაძ­ლე­ბა ძნე­ლია, ძა­ლი­ან ძნე­ლია, მას­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა ჯო­ჯო­ხე­თის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის", - ამ­ბობს მი­შოს მე­გო­ბა­რი.

წყარო:ambebi.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow