შერმადინის 19 ქულა მეოთხედფინალში და ტენერიფეს გამარჯვება ოვერტაიმში
გიორგი შერმადინის ტენერიფემ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერია რთული გამარჯვებით დაიწყო

გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ქრთველმა ცენტრმა. შერმადინმა მოედანზე 37:28 წუთი გაატარა და 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 9-დან 7 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და არც პერსონალური ფოლი მიუღია.
შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (26) ჩამორჩა, რომელმაც 26 ქულა და 9 პასი მიითვალა. 17 ქულა ჩააგდო ტიმ აბრომაიტისმა, სტუმართა რიგებში კი საუკეთესოები კაილ ვიმსი (17) და ტომასო ბალდასო (16) იყვნენ.
სერიის მომდევნო მატჩი 16 აპრილს, იტალიაში გაიმართება, ხოლო თუკი გადამწყვეტი თამაშის გამართვა გახდა საჭირო, მას 23 აპრილს ტენერიფე უმასპინძლებს. ტენერიფესა და დერტონას შორის გამარჯვებული ნახევარფინალში ჩეხურ ნიმბურკსა და თურქულ გალათასარაის შორის საუკეთესოს შეხვდება.
What's Your Reaction?






