“შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა – დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია” – ლუაზო
ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, თქვა: “ვითარება გვაქვს, როდესაც დემოკრატიული მისწრაფებების, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მქონე ხალხი ძალიან რთულ ვითარებაშია მაფიური ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს ქართველი ხალხის ამ მისწრაფებებს და რეპრესიებს, რომელსაც აწარმოებს “ქართული ოცნება”, რომელიც რეალურად “ქართული კოშმარია”.. წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ და ზოგიერთმა მათგანმა მიიღო […] The post “შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა – დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია” – ლუაზო appeared first on .

ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, თქვა:
“ვითარება გვაქვს, როდესაც დემოკრატიული მისწრაფებების, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მქონე ხალხი ძალიან რთულ ვითარებაშია მაფიური ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს ქართველი ხალხის ამ მისწრაფებებს და რეპრესიებს, რომელსაც აწარმოებს “ქართული ოცნება”, რომელიც რეალურად “ქართული კოშმარია”..
წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ და ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ისინი და ამას მივესალმები. ზოგიერთი ფეხს ითრევს და, ვფიქრობ, ამაზე უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, უფრო მარჯვეები ვიყოთ. ასევე, მოვუწოდებ ევროკომისიას, რომ ნათლად დაინახონ, რა ხდება აქ USAID-ის გაწვევის ფონზე, როდესაც სუსტდება დამოუკიდებელი მედია, რომელიც აშშ-მა მიატოვა. უნდა ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვინაიდან შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა, რომელსაც დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია.”
The post “შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა – დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია” – ლუაზო appeared first on .
What's Your Reaction?






