“შეცდომები ყველას მოსდის... ვიცი გიორგის რა შეუძლია და ერთი შეცდომით არ უნდა განესაზღვრათ მისი შესაძლებლობები" - ელენე ეპიტაშვილი

"სი­თის" ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ბაია გა­და­ბა­ძემ და ნინი გო­გო­ლა­ძემ ელე­ნე ეპიტაშვილთან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რეს.თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა. ვნა­ხეთ რო­გორ გთხო­ვა გი­ორ­გიმ ხელი. ეს იყო ორი წლის წინ. ვნა­ხეთ “ჯენ­დერ რი­ვი­ალ“ ფარ­თი და ქორ­წი­ლი. რო­გორ მი­ი­ღეთ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კრი­ტი­კაც ახ­ლავს ხოლ­მე?– ეს იყო პე­რი­ო­დი, როცა გი­ორ­გის ცოტა ხნით ჰქონ­და დას­ვე­ნე­ბა და ვე­ცა­დეთ ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა დრო­უ­ლად გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. ხალ­ხის­გან ბევ­რი სიყ­ვა­რუ­ლი წა­მო­ვი­და. კრი­ტი­კაც, თუმ­ცა მეს­მის, რომ ყვე­ლას­თვის ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­წო­ნი არ იქ­ნე­ბა და ვცდი­ლობ გულ­თან ახ­ლოს არ მი­ვი­ტა­ნო ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი.– გი­ორ­გის ინ­ტერ­ვი­უ­ებს რო­დე­საც ვუს­მენთ, ყვე­ლა ვხვდე­ბით მის ძა­ლი­ან მტკი­ცე ხა­სი­ათს, მო­ტი­ვა­ცი­ას, ფეხ­ბურ­თის სიყ­ვა­რულს, ცხა­დია. საკ­მა­ოდ რთუ­ლია ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა. შენ თუ ახერ­ხებ, რომ მას ეს რე­ჟი­მი შე­უმ­სუ­ბუ­ქო?– ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ გი­ორ­გის სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სიმ­შვი­დე ჰქონ­დეს. ფეხ­ბურ­თე­ლის ცხოვ­რე­ბა მარ­თლაც რთუ­ლია, მუდ­მი­ვი წნე­ხი, დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი, ნაკ­ლე­ბი დას­ვე­ნე­ბა, წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა და მარ­ცხის ცვა­ლე­ბა­დო­ბა. ჩემი როლი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მის­თვის სახ­ლი ყო­ველ­თვის იყოს ის ად­გი­ლი, სა­დაც შე­უძ­ლია და­ის­ვე­ნოს, იყოს უბ­რა­ლოდ გი­ორ­გი და არა მხო­ლოდ ფეხ­ბურ­თე­ლი. ვცდი­ლობ მის­თვის ემო­ცი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ვიყო და მისი მო­ტი­ვა­ცია გა­ვაძ­ლი­ე­რო.გვახ­სოვს შენი კო­მენ­ტა­რი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ეს­პა­ნეთ­თან თა­მა­შის წინ „გა­უ­ჭირ­დე­ბათ მა­მარ­დას­თვის გო­ლის გა­ტა­ნა“ – რო­გორ ამ­ხნე­ვებ მას თა­მა­შის წინ?– მე ვიცი გი­ორ­გის რა შე­უძ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, ვამ­ხნე­ვებ იმით, რომ ვარ­წმუ­ნებ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვა და კარ­გად იქ­ნე­ბა. თა­მა­შის წინ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ გი­ორ­გის სიმ­შვი­დე შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის სა­ერ­თოდ არ ნერ­ვი­უ­ლობს და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლია. ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის ვუ­გულ­შე­მატ­კივ­როთ, რო­გორც პარტნი­ო­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ამ გზას ერ­თად გა­დი­ან.– რა ხდე­ბა მო­გე­ბუ­ლი თა­მა­შის შემ­დეგ? და რა ხდე­ბა მარ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში?– მო­გე­ბუ­ლი თა­მა­ში რა თქმა უნდა სა­სი­ხა­რუ­ლოა. ვუ­ლო­ცავ, ვწერ „გი­ლო­ცავ,ვი­ცო­დი!“ იმ მო­მენ­ტში, უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ გა­ვი­ზი­ა­რო მისი სი­ხა­რუ­ლი. წი­ნას­წარ ვუ­თან­ხმდე­ბი რა კერ­ძი უნდა რომ სახ­ლში და­ვახ­ვედ­რო. რო­დე­საც ბრუნ­დე­ბა, თა­მაშს ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ.მარ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში, დიდი გან­სხვა­ვე­ბა არაა. ვი­ცით, რომ ზოგ­ჯერ ასეც ხდე­ბა და სა­ჭი­როა გაკ­ვე­თი­ლის მი­ღე­ბა,რო­მე­ლიც ბევრ რა­მეს გას­წავ­ლის, გა­მოც­დი­ლე­ბას გაძ­ლევს. სამ­წუ­ხა­როა,მაგ­რამ ვცდი­ლობთ ამის გამო ხა­სი­ა­თი არ გა­ვი­ფუ­ჭოთ.– სად და რო­დის შეხ­ვდით ერ­თმა­ნეთს?⁃ 2021 წლის ბო­ლოს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა თბი­ლი­სის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში იყო. ცოტა ხნით იყო ჩა­მო­სუ­ლი და მა­შინ ვნა­ხეთ ერ­თმა­ნე­თი პირ­ვე­ლად.– გახ­სოვს ის დღე, როცა პირ­ვე­ლად გი­ორ­გის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მიხ­ვე­დი მო­ე­დან­ზე?– კი, ეს დღე ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს. მა­ში­ნაც ვი­ცო­დი, რომ გი­ორ­გი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო. იმ დღეს პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი, რას ნიშ­ნავს გულ­წრფე­ლად გა­დარ­დებ­დეს თი­თო­ე­უ­ლი ბურ­თი, თი­თო­ე­უ­ლი სე­ი­ვი. გულ­შე­მატ­კი­ვარს შო­რის ყოფ­ნა სულ სხვა გან­ცდა იყო – ად­რე­ნა­ლი­ნი, მო­ლო­დი­ნი, ის უც­ნა­უ­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბა, როცა გინ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად გა­მო­უ­ვი­დეს.– თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ვა­ლენ­სი­ა­ში – რა ხდე­ბა ფეხ­ბურ­თის მიღ­მა?– მი­უ­ხე­და­ვად დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­სა, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ დრო ერ­თად გა­ვა­ტა­როთ. თა­ვი­სუ­ფალ დროს ქა­ლაქ­ში ვსე­ირ­ნობთ, ვგეგ­მავთ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბას. თუ ცოტა დიდი ხნით გვაქვს დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ვმოგ­ზა­უ­რობთ.ელე­ნე, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო შენი პოს­ტი ინ­სტაგ­რამ­ზე, გი­ორ­გი გა­ამ­ხნე­ვე. რო­გორ გა­და­ლა­ხეთ ეს პე­რი­ო­დი? ვიცი, რომ ეს ერ­თად გა­და­სა­ლა­ხი იქ­ნე­ბო­და.⁃ შეც­დო­მე­ბი ყვე­ლას მოს­დის და ყვე­ლას აქვს ცუდი პე­რი­ო­დე­ბი. მე ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ, რომ ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რად­გან ვიცი გი­ორ­გის რა შე­უძ­ლია და ერთი შეც­დო­მით არ უნდა გა­ნე­სა­ზღვრათ მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. უბ­რა­ლოდ, ხალ­ხს შე­ვახ­სე­ნე, რომ აქამ­დე გი­ორ­გიმ ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა, არა­ერ­თი სა­ა­მა­ყო მო­მენ­ტი ჰქონ­და და მარ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე სწო­რი იქ­ნე­ბო­და მისი გამ­ხნე­ვე­ბა.

აპრ. 26, 2025 - 17:27
 0
“შეცდომები ყველას მოსდის... ვიცი გიორგის რა შეუძლია და ერთი შეცდომით არ უნდა განესაზღვრათ მისი შესაძლებლობები" - ელენე ეპიტაშვილი
"სი­თის" ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ბაია გა­და­ბა­ძემ და ნინი გო­გო­ლა­ძემ ელე­ნე ეპიტაშვილთან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რეს.

თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა. ვნა­ხეთ რო­გორ გთხო­ვა გი­ორ­გიმ ხელი. ეს იყო ორი წლის წინ. ვნა­ხეთ “ჯენ­დერ რი­ვი­ალ“ ფარ­თი და ქორ­წი­ლი. რო­გორ მი­ი­ღეთ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კრი­ტი­კაც ახ­ლავს ხოლ­მე?

– ეს იყო პე­რი­ო­დი, როცა გი­ორ­გის ცოტა ხნით ჰქონ­და დას­ვე­ნე­ბა და ვე­ცა­დეთ ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა დრო­უ­ლად გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. ხალ­ხის­გან ბევ­რი სიყ­ვა­რუ­ლი წა­მო­ვი­და. კრი­ტი­კაც, თუმ­ცა მეს­მის, რომ ყვე­ლას­თვის ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­წო­ნი არ იქ­ნე­ბა და ვცდი­ლობ გულ­თან ახ­ლოს არ მი­ვი­ტა­ნო ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი.

– გი­ორ­გის ინ­ტერ­ვი­უ­ებს რო­დე­საც ვუს­მენთ, ყვე­ლა ვხვდე­ბით მის ძა­ლი­ან მტკი­ცე ხა­სი­ათს, მო­ტი­ვა­ცი­ას, ფეხ­ბურ­თის სიყ­ვა­რულს, ცხა­დია. საკ­მა­ოდ რთუ­ლია ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა. შენ თუ ახერ­ხებ, რომ მას ეს რე­ჟი­მი შე­უმ­სუ­ბუ­ქო?

– ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ გი­ორ­გის სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სიმ­შვი­დე ჰქონ­დეს. ფეხ­ბურ­თე­ლის ცხოვ­რე­ბა მარ­თლაც რთუ­ლია, მუდ­მი­ვი წნე­ხი, დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი, ნაკ­ლე­ბი დას­ვე­ნე­ბა, წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა და მარ­ცხის ცვა­ლე­ბა­დო­ბა. ჩემი როლი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მის­თვის სახ­ლი ყო­ველ­თვის იყოს ის ად­გი­ლი, სა­დაც შე­უძ­ლია და­ის­ვე­ნოს, იყოს უბ­რა­ლოდ გი­ორ­გი და არა მხო­ლოდ ფეხ­ბურ­თე­ლი. ვცდი­ლობ მის­თვის ემო­ცი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ვიყო და მისი მო­ტი­ვა­ცია გა­ვაძ­ლი­ე­რო.

გვახ­სოვს შენი კო­მენ­ტა­რი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ეს­პა­ნეთ­თან თა­მა­შის წინ „გა­უ­ჭირ­დე­ბათ მა­მარ­დას­თვის გო­ლის გა­ტა­ნა“ – რო­გორ ამ­ხნე­ვებ მას თა­მა­შის წინ?

– მე ვიცი გი­ორ­გის რა შე­უძ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, ვამ­ხნე­ვებ იმით, რომ ვარ­წმუ­ნებ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვა და კარ­გად იქ­ნე­ბა. თა­მა­შის წინ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ გი­ორ­გის სიმ­შვი­დე შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის სა­ერ­თოდ არ ნერ­ვი­უ­ლობს და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლია. ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის ვუ­გულ­შე­მატ­კივ­როთ, რო­გორც პარტნი­ო­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ამ გზას ერ­თად გა­დი­ან.

– რა ხდე­ბა მო­გე­ბუ­ლი თა­მა­შის შემ­დეგ? და რა ხდე­ბა მარ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში?

– მო­გე­ბუ­ლი თა­მა­ში რა თქმა უნდა სა­სი­ხა­რუ­ლოა. ვუ­ლო­ცავ, ვწერ „გი­ლო­ცავ,ვი­ცო­დი!“ იმ მო­მენ­ტში, უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ გა­ვი­ზი­ა­რო მისი სი­ხა­რუ­ლი. წი­ნას­წარ ვუ­თან­ხმდე­ბი რა კერ­ძი უნდა რომ სახ­ლში და­ვახ­ვედ­რო. რო­დე­საც ბრუნ­დე­ბა, თა­მაშს ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ.

მარ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში, დიდი გან­სხვა­ვე­ბა არაა. ვი­ცით, რომ ზოგ­ჯერ ასეც ხდე­ბა და სა­ჭი­როა გაკ­ვე­თი­ლის მი­ღე­ბა,რო­მე­ლიც ბევრ რა­მეს გას­წავ­ლის, გა­მოც­დი­ლე­ბას გაძ­ლევს. სამ­წუ­ხა­როა,მაგ­რამ ვცდი­ლობთ ამის გამო ხა­სი­ა­თი არ გა­ვი­ფუ­ჭოთ.

– სად და რო­დის შეხ­ვდით ერ­თმა­ნეთს?

⁃ 2021 წლის ბო­ლოს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა თბი­ლი­სის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში იყო. ცოტა ხნით იყო ჩა­მო­სუ­ლი და მა­შინ ვნა­ხეთ ერ­თმა­ნე­თი პირ­ვე­ლად.

– გახ­სოვს ის დღე, როცა პირ­ვე­ლად გი­ორ­გის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მიხ­ვე­დი მო­ე­დან­ზე?

– კი, ეს დღე ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს. მა­ში­ნაც ვი­ცო­დი, რომ გი­ორ­გი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო. იმ დღეს პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი, რას ნიშ­ნავს გულ­წრფე­ლად გა­დარ­დებ­დეს თი­თო­ე­უ­ლი ბურ­თი, თი­თო­ე­უ­ლი სე­ი­ვი. გულ­შე­მატ­კი­ვარს შო­რის ყოფ­ნა სულ სხვა გან­ცდა იყო – ად­რე­ნა­ლი­ნი, მო­ლო­დი­ნი, ის უც­ნა­უ­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბა, როცა გინ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად გა­მო­უ­ვი­დეს.

– თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ვა­ლენ­სი­ა­ში – რა ხდე­ბა ფეხ­ბურ­თის მიღ­მა?

– მი­უ­ხე­და­ვად დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­სა, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ დრო ერ­თად გა­ვა­ტა­როთ. თა­ვი­სუ­ფალ დროს ქა­ლაქ­ში ვსე­ირ­ნობთ, ვგეგ­მავთ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბას. თუ ცოტა დიდი ხნით გვაქვს დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ვმოგ­ზა­უ­რობთ.

ელე­ნე, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო შენი პოს­ტი ინ­სტაგ­რამ­ზე, გი­ორ­გი გა­ამ­ხნე­ვე. რო­გორ გა­და­ლა­ხეთ ეს პე­რი­ო­დი? ვიცი, რომ ეს ერ­თად გა­და­სა­ლა­ხი იქ­ნე­ბო­და.

⁃ შეც­დო­მე­ბი ყვე­ლას მოს­დის და ყვე­ლას აქვს ცუდი პე­რი­ო­დე­ბი. მე ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ, რომ ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რად­გან ვიცი გი­ორ­გის რა შე­უძ­ლია და ერთი შეც­დო­მით არ უნდა გა­ნე­სა­ზღვრათ მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. უბ­რა­ლოდ, ხალ­ხს შე­ვახ­სე­ნე, რომ აქამ­დე გი­ორ­გიმ ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა, არა­ერ­თი სა­ა­მა­ყო მო­მენ­ტი ჰქონ­და და მარ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე სწო­რი იქ­ნე­ბო­და მისი გამ­ხნე­ვე­ბა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow