შეხვედრა ბრიტანული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

ოფიციალური ვიზიტით ლონდონში იმყოფება საქართველოს განათლების მინისტრი. ალექსანდრე წულაძემ  საქართველოს საელჩოში მიღება გამართა  და ბრიტანული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი გააცნო. მინისტრმა განათლების სფეროში ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო განათლების მსოფლიო ფორუმში და ქართულ-ბრიტანული ურთიერთობის გაფართოების მიზნით, შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.

მაი. 22, 2025 - 14:27
 0
შეხვედრა ბრიტანული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

ოფიციალური ვიზიტით ლონდონში იმყოფება საქართველოს განათლების მინისტრი. ალექსანდრე წულაძემ  საქართველოს საელჩოში მიღება გამართა  და ბრიტანული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი გააცნო.

მინისტრმა განათლების სფეროში ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო განათლების მსოფლიო ფორუმში და ქართულ-ბრიტანული ურთიერთობის გაფართოების მიზნით, შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow