ჩალჰანოღლუს დაბრუნება თურქეთში რეალური ხდება
მილანის "ინტერის" შუახაზელმა, ჰაქან ჩალჰანოღლუმ შესაძლოა კარიერა "გალათასარაიში" გააგრძელოს - ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფლორიან...

ამ ეტაპზე ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ცნობილია, რომ ჩალჰანოღლუს თავად სურს "გალათასარაიში" თამაში, რადგან ბავშვობიდან ამ კლუბის გულშემატკივარია. ეს ფაქტორი შესაძლო ტრანსფერს რეალურ საფუძველს აძლევს.
გავრცელებული ცნობით, "გალათასარაი" ამჟამად თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნებაზეა კონცენტრირებული, რომელიც გუნდს იჯარით ჰყავს "ნაპოლიდან". მიუხედავად ამისა, ჩალჰანოღლუს საკითხიც დღის წესრიგშია და მის გარშემო მოლაპარაკებები მალე შეიძლება გააქტიურდეს.
What's Your Reaction?






