ჩარლ ოლივეირა ილია თოფურიას აფრთხილებს - ბრაზილიელის განცხადება
UFC-ის ლეგენდარული ბრაზილიელი მებრძოლი, ჩარლზ ოლივეირა, სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს საკუთარ მომდევნო მეტოქეს..

„ილია ნამდვილად ნიჭიერი მებრძოლია, ტექნიკური კრივით და კარგი მოძრაობით გამოირჩევა, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, საიდან მოვიდა — ქვემსუბუქი დივიზიონიდან. აქ სხვაგვარი ფიზიკური მომზადება და დარტყმების ძალაა საჭირო,“ – აღნიშნა ბრაზილიელმა.
ოლივეირას თქმით, თოფურიამ ამ ეტაპზე მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და პატივისცემაც არ უნდა დაივიწყოს:
„ეს ახალი ეტაპია მისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალისტურად შეხედოს იმას, რაც წინ ელოდება. ჩვენს დივიზიონში დარტყმები სხვა დონეზეა და ამას მხოლოდ რწმენით ვერ გაუმკლავდები.“
შეგახსენებთ, ილია თოფურიამ ცოტა ხნის წინ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული საკუთარი ნებით დატოვა და კარიერის ახალი ეტაპი ზედა წონით კატეგორიაში დაიწყო. მისი დებიუტი ამ დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირებით მოხდება — 28 ივნისს, UFC 317-ზე ის სწორედ ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.
What's Your Reaction?






