„ჩემი ცოლი დააჯარიმეს 5000 ლარით, რუსთაველის გადაკეტვას ედავებიან“

„ჩემი ცოლი დააჯარიმეს 5000 ლარით, რუსთაველის გადაკეტვას ედავებიან“ – წერს საპროტესტო აქციების მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი დათო სიმონია ფეისბუქზე. დათო სიმონიას მეუღლე, ქეთი ბახტაძე 5 თვის ორსულია. მათ კიდევ ჰყავთ 3 წლის შვილი. ქეთის დაჯარიმებამდე დათოც დააჯარიმეს. ახლა ოჯახი, რომელიც ბავშვს ელოდება, 10 ათასი ლარითაა დაჯარიმებული. „პოლიციის მიერ გადაკეტილ ქუჩაზე რომ ვიდექით, ამისთვის გვაქვს გადასახდელი 10 […] The post „ჩემი ცოლი დააჯარიმეს 5000 ლარით, რუსთაველის გადაკეტვას ედავებიან“ appeared first on .

ივნ. 17, 2025 - 15:27
 0
„ჩემი ცოლი დააჯარიმეს 5000 ლარით, რუსთაველის გადაკეტვას ედავებიან“

„ჩემი ცოლი დააჯარიმეს 5000 ლარით, რუსთაველის გადაკეტვას ედავებიან“ – წერს საპროტესტო აქციების მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი დათო სიმონია ფეისბუქზე.

დათო სიმონიას მეუღლე, ქეთი ბახტაძე 5 თვის ორსულია. მათ კიდევ ჰყავთ 3 წლის შვილი.

ქეთის დაჯარიმებამდე დათოც დააჯარიმეს. ახლა ოჯახი, რომელიც ბავშვს ელოდება, 10 ათასი ლარითაა დაჯარიმებული.

„პოლიციის მიერ გადაკეტილ ქუჩაზე რომ ვიდექით, ამისთვის გვაქვს გადასახდელი 10 000 ლარი ოჯახს პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც „ოჯახის სიწმინდის დღეს“ იმავე გადაკეტილ ქუჩაზე აღნიშნავს.

წარმოდგენა არ მაქვს, იციან თუ არა ორსულობის და მცირეწლოვანი ბავშვის შესახებ, მაგრამ კომენტარებისთვის თუ უზიან ფეისბუქს, ეს ინფორმაცია საჯაროა და ადვილად გასაგები.

საჯაროდ მიწერია, რომ ბავშვს ველოდებით და ერთი სამი წლისაც გვყავს. შეეძლოთ, გაერკვიათ“ – ამბობს დათო სიმონია „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, პოლიციის მიერ გამოწერილი პირველი ჯარიმა გასაჩივრებულია შს სამინისტროში და ჯერჯერობით გადახდის ვალდებულება შეჩერებულია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მათ ანგარიშებს დააყადაღებენ, ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვის მშობლები აუცილებელი საჭიროებების გარეშე დარჩებიან.

„დაყადაღება ალბათ იმოქმედებს დაზღვევაზეც, რადგან ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის სამედიცინო ხარჯებს სჭირდება დაზღვევა და ანგარიშები“ – ამბობს დათო სიმონია.

მისი თქმით, ამ ჯარიმას მისი მეუღლე ქეთი ბახტაძეც გაასაჩივრებს, თუმცა „ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა აჩვენებს, რომ მასობრივი დაჯარიმებებით, „ოცნების“ ხელისუფლება კრიტიკული აზრის და პროტესტის ჩახშობას ცდილობს.

დათო სიმონია და მისი მეუღლე ქეთი ბახტაძე ხშირად მონაწილეობენ პროევროპულ აქციებში, სადაც მოსახლეობა ითხოვს ახალ არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიან გარემოში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და „ოცნების“ ხელისუფლებას გადადგომას. (ბათუმელები)

The post „ჩემი ცოლი დააჯარიმეს 5000 ლარით, რუსთაველის გადაკეტვას ედავებიან“ appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow