“ჩემო მერაბ, შორს არაა ის წამი, გულზე დახატული დროშის წაშლას რომ მოგთხოვენ! ჩვენებს უკვე დროშის მოხსნას თხოვენ მეტროებთან, სასამართლოში” – გიგა მაქარაშვილი დვალიშვილს

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, სპორტსმენ მერაბ დვალიშვილს მიმართავს და წერს: ბოლო ბრძოლის წინ მერაბმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა დაღესტანელ უმარ ნურმაგომედოვთან. ტრადიციულივე სიტყვიერი წაკინკლაცების მთავარი ამბავი იყო მერაბის კითხვა, საიდან ხარო და უმარის პასუხი, დაღესტანი/რუსეთიო. როგორ დასცინე მაგ პასუხისთვის უმარს გახსოვს ხო? ზუსტად მანდ ვართ ახლა ჩემო მერაბ და შორს არაა ის წამი, გულზე დახატული დროშის […] The post “ჩემო მერაბ, შორს არაა ის წამი, გულზე დახატული დროშის წაშლას რომ მოგთხოვენ! ჩვენებს უკვე დროშის მოხსნას თხოვენ მეტროებთან, სასამართლოში” – გიგა მაქარაშვილი დვალიშვილს appeared first on .

თებ. 23, 2025 - 01:27
 0
“ჩემო მერაბ, შორს არაა ის წამი, გულზე დახატული დროშის წაშლას რომ მოგთხოვენ! ჩვენებს უკვე დროშის მოხსნას თხოვენ მეტროებთან, სასამართლოში” – გიგა მაქარაშვილი დვალიშვილს

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, სპორტსმენ მერაბ დვალიშვილს მიმართავს და წერს:

ბოლო ბრძოლის წინ მერაბმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა დაღესტანელ უმარ ნურმაგომედოვთან.
ტრადიციულივე სიტყვიერი წაკინკლაცების მთავარი ამბავი იყო მერაბის კითხვა, საიდან ხარო და უმარის პასუხი, დაღესტანი/რუსეთიო.
როგორ დასცინე მაგ პასუხისთვის უმარს გახსოვს ხო?
ზუსტად მანდ ვართ ახლა ჩემო მერაბ და შორს არაა ის წამი, გულზე დახატული დროშის წაშლას რომ მოგთხოვენ! ჩვენებს უკვე დროშის მოხსნას თხოვენ მეტროებთან, სასამართლოში..
და თუ არ მოგთხოვენ იცოდე ეს მხოლოდ იმ ხალხის დამსახურება იქნება, შენზე ასჯერ სუსტები რომ არიან და მაჩეტეთი შეიარაღებულ, იარაღიან მუტრუკებს რომ ეჯახებინ შიშველი ხელებით!
მაგ ბანდებს ვინ მფარველობს, “შეკვეთებს” ვინ აძლევს იცი ხო?
კი, მერიაში რომ შეხვდი და ერთად რომ იპოზიორეთ ეგ არარაობა!
შენი გადასაწყვეტია სად იდგები, ისე არ მოხდეს შემდეგ ბრძოლაზე საქართველოდან ვარო მაგის თქმის უფლება არ გქონდეს ან მკერდზე რუსეთის დროშის მიხატვა დაგავალონ!
სამთავრობო ტროლების მოშველებამ რომ არ უშველა და პოსტის წაშლა მოგიწია წესით მაგანაც უნდა დაგაფიქროს.
მადლობა რა სიხარულიც აქამდე მაჩუქე!

ცნობისთვის, გავრცელდა კადრები, რომლის მიხედვითაც, მერაბ დვალიშვილი შეხვდა კახა კალაძეს. დვალიშვილმა მოგვიანებით, ამ შეხვედრაზე წერილი გაავრცელა სოციალურ ქსელში, შემდეგ კი, წაშალა.

დვალიშვილი წერდა:

“მე ვარ ერთი რიგითი ქართველი რომელსაც უყვარს ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი.

არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი ან რომელიმე მხარეს. არც არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას ან რომელიმე მხარეს დავდგე. მე ვარ ჩვენს სამშობლეზე შეყვარებული სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი რომელიც ყოველთვის ვაფიქსირებდი და დავაფიქსირებ ჩემს პირად აზრს.

თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში მსურს გავაკეთო ისეთი მმა-ს დარბაზები სადაც კარგ პირობებში ივარჯიშონ ჩვენმა მმა-ის პროფესიონალმა თუ დამწყებმა მებრძოლებმა. მინდა შევიტანო ჩემი წვლილი საქართველოში მმა-ს განვითარებაში და გაუზიარო ჩემი გამოცდილება ქართველ სპორტცმენებს რათა საქართველოშიც იყოს მაქსიმალურად შეაძლებელი მაღალ დონეზე ვარჯიში. ასევე გაიზარდნონ ახალი ტალანტები და გამრავლდეს ქართველი მმა მებრძოლების რაოდენობა UFC-ში.

ამ ყველაფრის განხორციელებისთვის ჩამოვედი საქართველოში.

მე მოვინახულე რამდენიმე არსებული მმა-ს დარბაზი და მქონდა შეხვედრები რამდენიმე მმა- ს მწვრთნელთან. შემდეგ მე დამიკავშირდა სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე რომელმაც გვერდში დგომის სურვილი გამოთქვა ამ საკითხზე და შალვა გოგოლაძის ინიციატივით შევხვდით კახი კალაძეს რომელმაც გავაცანი და გაუზიარე ჩემი მმა-ს განვითარები გეგმები საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ UFC -ს საქართველოში ჩატარების საკითხებზეც” 

 

The post “ჩემო მერაბ, შორს არაა ის წამი, გულზე დახატული დროშის წაშლას რომ მოგთხოვენ! ჩვენებს უკვე დროშის მოხსნას თხოვენ მეტროებთან, სასამართლოში” – გიგა მაქარაშვილი დვალიშვილს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow