ჩვენი მომხმარებლების 60% უცხოელია – The Cone Culture
ჩვენი მომხმარებლების 60% უცხოელები არიან, ხოლო 40% ადგილობრივები, – ამის შესახებ ხელნაკეთი ნაყინის მწარმოებელი კომპანიის The Cone Culture-ის დამფუძნებელმა, ქეთი მიქაშავიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა და დასძინა, რომ აღნიშნული მათი მაღალი რეიტინგებითაა განპირობებული. „ჩვენი მაღალი შეფასებები სოციალურ პლატფორმებზე ხშირად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება, რის გამოც ტურისტები გვსტუმრობენ. როცა ისინი თბილისში მოგზაურობას გეგმავენ და ეძებენ […]


ჩვენი მომხმარებლების 60% უცხოელები არიან, ხოლო 40% ადგილობრივები, – ამის შესახებ ხელნაკეთი ნაყინის მწარმოებელი კომპანიის The Cone Culture-ის დამფუძნებელმა, ქეთი მიქაშავიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა და დასძინა, რომ აღნიშნული მათი მაღალი რეიტინგებითაა განპირობებული.
„ჩვენი მაღალი შეფასებები სოციალურ პლატფორმებზე ხშირად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება, რის გამოც ტურისტები გვსტუმრობენ. როცა ისინი თბილისში მოგზაურობას გეგმავენ და ეძებენ დესერტის ადგილებს, რეიტინგის მიხედვით, ჩვენ პირველ ადგილზე ვართ წარმოდგენილი და ბუნებრივია, საინტერესო და განსხვავებული გემოების გასასინჯად სწორედ ჩვენთან მოდიან,“ – აღნიშნავს ქეთი მიქაშავიძე.
მისივე თქმით, კომპანიაში მომხმარებელს ნაყინის 300-მდე გემოს სთავაზობენ თუმცა, მათი წარმოება სეზონურ მოთხოვნაზე მორგებით ხდება. „საახალწლოდ, მაგალითად, გოზინაყის ნაყინს ვაკეთებთ, ზაფხულში კი ადგილობრივი ხილისგან დამზადებულ ვარიაციებს,“ – ამბობს მიქაშავიძე.
თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ნაყინის ბიზნესი ბუნებით მაინც სეზონურია და ზამთარში, განსაკუთრებით ნოემბრიდან თებერვლამდე, მოთხოვნა მნიშვნელოვნად იკლებს. შესაბამისად, ამ გამოწვევას კომპანია მიწოდების სერვისების დახმარებით უმკლავდება.
„ჩვენი ნაყინის გამოძახება სახლშიც არის შესაძლებელი და სხვათა შორის, ეს სერვისი ძალიან კარგად მუშაობს. მიუხედავად ცუდი ამინდისა, მაინც იძახებენ მათთვის სასურველ ნაყინს,“ – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ბრენდი ასევე აქტიურად თანამშრომლობს B2B სექტორთან. უფრო კონკრეტულად, კომპანია ზამთრის სეზონზე სასტუმროებისა და რესტორნების შეკვეთებზეა ორიენტირებული, რაც ხელს უწყობს სტაბილურ ოპერირებას. გარდა ამისა, აქტიურად იღებენ კორპორატიულ შეკვეთებს. მიქაშავიძე ამბობს, რომ ადრე თუ მცირე რაოდენობით იყო კორპორატიული შეკვეთები, ახლა მათთვის ერთ-ერთი მზარდი მიმართულებაა. მისივე ცნობით, მიმდინარე წელს უკვე საკმაოდ გაიზარდა მათი პარტნიორი კომპანიების რაოდენობა, რაც ბრენდის გაფართოებისა და ნდობის მკაფიო ნიშანია.
What's Your Reaction?






