“ჩვენი სტატისტიკით, იმ რესტორნების 98%, რომლებიც არ გაციფრულდნენ, 1 წელიწადში დაიხურნენ” – Kovzy

ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Kovzy, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, პროფილი შეიცვალა და კვების ობიექტებს, ელ.კომერციის ნაცვლად, რესტორნის მართვის სრულ ციფრულ სისტემას სთავაზობს – ამის შესახებ BMDrive-ის ეთერში Kovzy-ის დამფუძნებელმა, ალექსანდრე ცინცაძემ ისაუბრა. “ამ ბოლო პერიოდში რყევები იყო, მაგრამ დავძლიეთ. შევცვალეთ პროფილი, აღარ ვართ მარტო ელ. კომერცია, სრული სისტემა გავხდით, რომელიც რესტორანს საშუალებას აძლევს, ყველაფერი ერთი […]

აპრ. 12, 2025 - 15:27
 0
“ჩვენი სტატისტიკით, იმ რესტორნების 98%, რომლებიც არ გაციფრულდნენ, 1 წელიწადში დაიხურნენ” – Kovzy

ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Kovzy, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, პროფილი შეიცვალა და კვების ობიექტებს, ელ.კომერციის ნაცვლად, რესტორნის მართვის სრულ ციფრულ სისტემას სთავაზობს – ამის შესახებ BMDrive-ის ეთერში Kovzy-ის დამფუძნებელმა, ალექსანდრე ცინცაძემ ისაუბრა.
“ამ ბოლო პერიოდში რყევები იყო, მაგრამ დავძლიეთ. შევცვალეთ პროფილი, აღარ ვართ მარტო ელ. კომერცია, სრული სისტემა გავხდით, რომელიც რესტორანს საშუალებას აძლევს, ყველაფერი ერთი წერტილიდან მართოს: მიიღოს შემოსავალი, მართოს ადგილზე მოსული სტუმრები, მიიღოს ყველანაირი შეკვეთა და ეს ყველაფერი ძალიან მარტივად, ერთი პლანშეტით გააკეთოს ისე, რომ არ დასჭირდეს ტრენინგი, დანერგვის გრძელი პროცესი და ა.შ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow