ჩვეულებრივი კაცი ვერ წააქცია - ილია თოფურია მაკგრეგორის ინციდენტს გამოეხმაურა

რამდენიმე დღის წინ, კონორ მაკგრეგორს იბიცის ერთ-ერთ ღამის კლუბში დაპირისპირება მოუვიდა და უცნობ მამაკაცს მუშტი რამდენჯერმე მოუქნია

ივნ. 23, 2025 - 18:27
 0
ჩვეულებრივი კაცი ვერ წააქცია - ილია თოფურია მაკგრეგორის ინციდენტს გამოეხმაურა
რამდენიმე დღის წინ, კონორ მაკგრეგორს იბიცის ერთ-ერთ ღამის კლუბში დაპირისპირება მოუვიდა და უცნობ მამაკაცს მუშტი რამდენჯერმე მოუქნია.

The Sun-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ირლანდიელმა უცნობს დიდი ზიანი ვერ მიაყენა და მუშტების მოქნევის შემდეგაც მამაკაცი მაინც ფეხზე დარჩა, რასაც ილია თოფურია გამოეხმაურა:

ჩვეულებრივი კაციც კი ვერ წააქცია. მაკგრეგორი უცნობს მუშტს ორჯერ უქნევს და ვერაფერს აკლებს. ის ბიჭი ისე წამოიმართა ფეხზე, თითქოს არც არაფერი მომხდარა.

- ამბობს თოფურია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow