ჩრდილოეთ კორეის ახალი სამხედრო გემი კიმ ჩენ ინის თვალწინ დაზიანდა
ჩრდილოეთ კორეაში წარუმატებლად დასრულდა ახალი სამხედრო გემის პრეზენტაცია, რომელსაც ქვეყნის მეთაური კიმ ჩენ ინი ესწრებოდა. გემის წყალში ჩამშვები მოწყობილობის მოძრაობა დაირღვა, გემმა წონასწორობა დაკარგა, ფსკერზე დაჯდა და დაზიანდა. ეს ფაქტი თავად ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ აღიარა თავისი ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით. სააგენტოს მიერ დღეს, 22 მაისს გამოქვეყნებული ცნობით, ავარია 21 მაისს მოხდა ქვეყნის მეთაურის, ამხანაგი კიმ ჩენ ინის თვალწინ. სააგენტოს მოჰყავს კიმ ჩენ ინის...

What's Your Reaction?






