"ჩხუბს კი არა, ამის გაკეთებას სცდილობდა" - პსჟს პრეზიდენტმა ლუის ენრიკე დაიცვა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი ფრანგული გრანდისთვის მარცხით დასრულდა — ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლონდონის „ჩელსისთან“...

ივლ. 15, 2025 - 16:27
 0
"ჩხუბს კი არა, ამის გაკეთებას სცდილობდა" - პსჟს პრეზიდენტმა ლუის ენრიკე დაიცვა
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი ფრანგული გრანდისთვის მარცხით დასრულდა — ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლონდონის „ჩელსისთან“ 0:3 დამარცხდა. დაძაბულ შეხვედრაში ინციდენტიც დაფიქსირდა: მატჩის შემდეგ პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე „ჩელსის“ შემტევ ჟოაო პედროს დაუპირისპირდა.

მომხდართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ გააკეთა. მან მთავარი მწვრთნელი დაიცვა და განაცხადა, რომ ეს უბრალოდ ემოციური რეაქცია იყო დაძაბულ ვითარებაზე.

ლუის ენრიკე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული და პატივსაცემი სპეციალისტია. ის ცდილობდა, კონფლიქტი აეცილებინა, თუმცა საბოლოოდ თავად აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში. მწვრთნელებიც იმსახურებენ პატივისცემას“, — აღნიშნა ალ-ხელაიფიმ, როგორც ამას COPE იუწყება.

ფინალის დასრულების შემდეგ ინციდენტის დეტალები და დასჯის მეთოდები ჯერ კიდევ განხილვის საგანია, თუმცა ფაქტია, რომ პარიზული კლუჯბის ხელმძღვანელობა თავიანთ სპეციალისტს აშკარად სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow