ცდა ნომერი 2 - ბაიერნი ვოლტემადესთვის ახალ შეთავაზებას ამზადებს
Sport1-ის ჟურნალისტი, შტეფან კუმბერგერი წერს, რომ მიუნხენის ბაიერნი შტუტგარტს ნიკ ვოლტემადეს თაობაზე ახალ წინადადებას გაუგზავნის

"კლუბში არავის სჯეროდა იმის, რომ 40-მილიონიანი წინადადებით ყველაფერი მოგვარდებოდა და ახლა ბაიერნი რიგით მეორე შეთავაზებას ამზადებს."
"მიუხედავად იმისა, რომ კლუბისთვის ნიკ ვოლტემადეს მნიშვნელობა მუსიალას ტრავმის შემდეგ ძალიან გაიზარდა, ბაიერნში მაინც არავინ არ აპირებს ასტრონომიული თანხების გადახდას", - წერს ჟურნალისტი.
რას ნიშნავს ასტრონომიული თანხა რთული სათქმელია, თუმცა, სავარაუდოდ ჟურნალისტი 100 მილიონ ევროს გულისხმობდა..
What's Your Reaction?






