ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგურამოს პოლიციისა და დუშეთს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მ.ნ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, კერძოდ: 2 581 საბრძოლო ვაზნა, 12 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“, 15 ამფეთქი ფალია, 15 მჭიდი, 2 ხელყუმბარა და ტყვიამფრქვევი.   სამართალდამცველების მიერ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: გამომშრალი „მარიხუანა“, ფსიქოტროპული ნივთიერება და 6 ძირი მცენარე „კანაფი“.   გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ივლ. 19, 2025 - 12:27
 0
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგურამოს პოლიციისა და დუშეთს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მ.ნ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, კერძოდ: 2 581 საბრძოლო ვაზნა, 12 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“, 15 ამფეთქი ფალია, 15 მჭიდი, 2 ხელყუმბარა და ტყვიამფრქვევი.

 

სამართალდამცველების მიერ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: გამომშრალი „მარიხუანა“, ფსიქოტროპული ნივთიერება და 6 ძირი მცენარე „კანაფი“.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow